საქართველოს ბანკისა და VISA – ს მხარდაჭერით ProdAct Community – ის ღონისძიება “გადახდების როლი პროდუქტის მენეჯმენტში” გაიმართება

საქართველო, თბილისი - 17:21 | 24.07.2023
ნანახია: 2048

საქართველოს ბანკი როგორც ტექნოლოგიური კომპანია, ციფრული პროდუქტების განვითარების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკისა და VISA - ს მხარდაჭერით, ProdAct Community - ის ღონისძიება  “ გადახდების როლი პროდუქტის მენეჯმენტში“  26 ივლისს, ტექნოპარკში გაიმართება.

ღონისძიებაზე სპიკერები ისაუბრებენ პროდუქტების მენეჯმენტზე, ფინტექ პროდუქტებისა და გადახდებისა მნიშვნელობაზე, თუ რა როლს ასრულებს გადახდები ციფრული  პროდუქტების შექმნის პროცესში. ასევე, განიხილავენ  გადახდების გლობალურ ტრენდებს, ამ მიმართულებით შექმნილ ახალ პროდუქტებს და მათ სამომავლო განვითარებას.

მოწვეულ სპიკერებს შორის არის საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის Product Owner - ი ანი მამფორია, რომელიც საქართველოს ბანკის მიერ სულ ცოტა ხნის დანერგილ პროდუქტზე - ეგრევე 24/7- ზე ისაუბრებს.

„მოხარული ვარ რომ სპიკერის როლში უნდა ვისაუბრო იმ ინოვაციურ პროდუქტზე, რომელიც საქართველოს ბანკის მობილბანკით ბანკებს შორის თანხის ეგრევე გადარიცხვას 24/7-ზე ხდის შესაძლებელს. ჩვენ, როგორც მომხმარებლის ინტერესებსა და საჭიროებებზე ორიენტირებული ბანკი, მუდმივად ვზრუნავთ, რათა გავაუმჯობესოთ მათი გამოცდილება, დაზოგონ დრო და მიიღონ მათ საჭიროებებზე მორგებული საბანკო სერვისები. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა ამ  პროდუქტის შექმნა. გვინდა დამსწრე საზოგადოებას გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება და გამოწვევები, რომელიც გადავლახეთ პროდუქტის შექმნის პროცესში”- განაცხადა ანი მამფორიამ, საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის Product Owner - მა

ღონისძიებაზე სპიკერის რანგში ნათია გავარდაშვილი Visa Caucasus- ის ბიზნეს განვითარების ლიდერი ისაუბრებს  ისეთ თემაზე როგორიცაა- გადახდის მოწინავე  ტენდენციების შესწავლა

 (Exploring Cutting-Edge Payment Trend)

სპიკერების გამოსვლის შემდეგ ღონისძიება პანელური დისკუსიით გაგრძელდება. მას მოდერატორობას ProdAct Community-ის წარმომადგენელი, ლუკა ლომსაძე გაუწევს. პანელის მონაწილეები კი იქნებიან:

მარიამ სილაგაძე - გადახდების ტრაიბის ლიდერი, Adjarabet;

მარიამ ცერცვაძე - საქართველოს ბანკის დომეინ ექსპერტი;

ქეთი ქარსელაძე - Citypay.io-ს  მარკეტინგის მიმართულების ხელმძღვანელი.

ღონისძიების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია შემდეგ ბმულზე:




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე