საქართველოს ბანკის პროექტის მონაწილე ქართული კომპანია wowchy უზბეკეთის ტექ. პარკის რეზიდენტი გახდა
საქართველო, თბილისი - 11:39 | 18.07.2023 ნანახია: 1949სასაჩუქრე ბარათების ქართული ვებ პლატფორმა wowchy უზბეკეთის ტექ. პარკის რეზიდენტი გახდა. რაც ნიშნავს იმას, რომ კომპანიას ახლა აქვს შესაძლებლობა, ონლაინ პლატფორმის მეშვეობით საკუთარი პროდუქტი უზბეკეთის ბაზარს შესთავაზოს და მიიღოს დამატებითი ბენეფიტები. კერძოდ, ისარგებლოს 7.5%-იანი საშემოსავლო და 0%-იანი კორპორაციული გადასახადით, რომელიც ტექ. პარკის რეზიდენტებისთვის მოქმედებს.
აღსანიშნავია, რომ wowchy საქართველოს ბანკისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ერთობლივი ინიციატივის 11 მონაწილიდან ერთ-ერთია, რომელიც უზბეკეთში 22 ადგილობრივ კომპანიასთან შესახვედრად გაემგზავრა.
საქართველოს ბანკისა და USAID-ის მიზანს ცენტრალურ აზიაში ტექნოლოგიური სერვისების ექსპორტის წახალისების ხელშეწყობისთვის, ქართულ ICT კომპანიებსა და უცხოურ ორგანიზაციებს შორის B2B შეხვედრების გამართვა წარმოადგენდა, რომელიც დაეხმარებოდა მონაწილეებს, ახალი საქმიანი ურთიერთობების დამყარებისა და ბიზნესების გლობალურ ბაზარზე მასშტაბირებაში. ამასთან, ინიციატივის ფარგლებში, ქართული მცირე და საშუალო ბიზნესების წარმომადგენლები უზბეკეთში ამერიკული სავაჭრო პალატის წარმომადგენლებსაც შეხვდნენ.
„აღნიშნულ ინიციატივაში მონაწილეობის ფარგლებში შევხვდით პოტენციურ პარტნიორებს, ინვესტორებს და რაც მთავარია, IT Park-ის წარმომადგენლებს და გავეცანით იმ შესაძლებლობებს, რასაც რეზიდენტობა გვაძლევდა. ამან მნიშვნელოვნად იმოქმედა ჩვენს გადაწყვეტილებაზე გაგვეხსნა უზბეკეთში კომპანიის წარმომადგენლობა“, - აღნიშნავს თათია ხაინდრავა, wowchy-ს თანადამფუძნებელი.
„საქართველოს ბანკი აქტიურ რეჟიმში განაგრძობს მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას და მათთვის ბაზარზე მასშტაბირების ხელშეწყობას. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ არაერთ პროექტს ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს. ჩვენი ინიციატივების ფარგლებში უკვე 2000-ზე მეტი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შევქმენით განვითარების ახალი შესაძლებლობები. ამასთან, ძალიან გვახარებს, როდესაც ვხედავთ, ჩვენი პროექტების მონაწილე კომპანიების წარმატებას ლოკალურ და საერთაშორისო ასპარეზზე. wowchy-ს მიერ უზბეკეთის ტექ. პარკის რეზიდენტის სტატუსის მოპოვება მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია. ჩვენ ვულოცავთ კომპანიის წარმომადგენლებს ამ მნიშვნელოვან მიღწევას და მომავალში კიდევ უფრო მეტი ახალი ბაზრის ათვისებას ვუსურვებთ“, - აღნიშნავს ოლღა ნაკაშიძე, საქართველოს ბანკის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების პროექტების მენეჯერი.
ინფორმაციისთვის, wowchy პირველი სასაჩუქრე ბარათების ონლაინ მაღაზიაა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს, მარტივად შეარჩიონ ცნობილი ბრენდების სასაჩუქრე ბარათები სახლიდან გაუსვლელად, გადაიხადონ ონლაინ და გაუგზავნონ საყვარელ ადამიანებს ციფრული სახით მოკლე ტექსტური შეტყობინების ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით, სულ რამდენიმე წუთში.
დღეს wowchy-ს პარტნიორების რაოდენობა 300-ს უტოლდება. კომპანიას შემოსავლების 400%-იანი ზრდა აქვს.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა