საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ქალი მეწარმეებისთვის ბიზნესქოუჩინგის ვორკშოპი გაიმართა
საქართველო, თბილისი - 16:02 | 14.07.2023 ნანახია: 2201საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ფინანსური ინსტიტუტი, ქალი მეწარმეებისთვის განვითარების ახალი შესაძლებლობების შექმნას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს.
სწორედ ამ მიზნით, 12 და 13 ივლისს, საქართველოს ბანკის ინიციატივით და EFSE Entrepreneurship Academy-ს ფინანსური მხარდაჭერით, ქალი მეწარმეებისთვის ბიზნესქოუჩინგის ვორკშოპი გაიმართა. შეხვედრას სერტიფიცირებული პროფესიონალი ქოუჩი და ტრენერი, თამარ ჩიჩუა უძღვებოდა.
ვორკშოპს მეწარმე ქალები დაესწრნენ ისეთი ბიზნესებიდან, როგორიცაა: ტექნოლოგიური აგრობიზნესი, სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრია და სხვა.
შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეები გაეცნენ ციფრულ სამყაროში თანამედროვე ქოუჩინგის უნარებს, მოტივაციის გაზრდის მეთოდებს, პროცესების ეფექტურად წარმართვისთვის და დასახული მიზნების რეალიზაციისთვის საჭირო სხვადასხვა ინსტრუმენტებს. მიღებული ცოდნა მეწარმეებს დაეხმარება, გააუმჯობესონ სამუშაო პროცესი და შექმნან თანამშრომლებზე მორგებული გარემო.
„საქართველოს ბანკი მრავალი წელია მხარს უჭერს ქალი მეწარმეების გაძლიერებას. სწორედ ამ მიზნით, ჩვენი ინიციატივით და პარტნიორობით, არაერთი პროექტი განხორციელდა, რაც მათთვის ახალი შესაძლებლობების შექმნასა და არსებული პოტენციალის ათვისების ხელშეწყობას ითვალისწინებდა. ერთ-ერთი ასეთი ინიციატივის ფარგლებში მოეწყო ბიზნესქოუჩინგის ვორკშოპი, რომელიც ვფიქრობთ, მონაწილეებს დაეხმარა, გაცნობოდნენ ბიზნეს სექტორში მიმდინარე ტრენდებსა და სიახლეებს, მიეღოთ ინფორმაცია ბიზნეს პროცესების გაუმჯობესებისთვის საჭირო ინსტურმენტების შესახებ. ძალიან გვახარებს ვორკშოპისადმი გამოვლენილი დიდი ინტერესი, ეს გვაძლევს კიდევ უფრო დიდ მოტივაციას, არ გავჩერდეთ და შევქმნათ საქართველოში მცირე და საშუალო მეწარმეების განვითარებისთვის ახალი შესაძლებლობები“, - განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების მენეჯერმა, ოლღა ნაკაშიძემ.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა