რისკები, რომლებიც გაცვეთილი ხუნდებით გადაადგილებას ახლავს
საქართველო, თბილისი - 18:53 | 13.07.2023 ნანახია: 2242ზაფხული დასვენებისა და მოგზაურობის აქტიური სეზონია. ადამიანების უმრავლესობა სწორედ ამ დროს ატარებს შვებულების დიდ ნაწილს, მიემგზავრება ახალი ადგილების აღმოსაჩენად ან ნაცნობი, მაგრამ საყვარელი ლოკაციების სანახავად. აქედან გამომდინარე გზებზე ინტენსიური მოძრაობაა და ავტომობილით გადაადგილება მეტ სიფრთხილეს საჭიროებს.
სწორედ ამიტომ, სანამ დასასვენებლად გაემგზავრებით, უნდა დარწმუნდეთ, რომ ავტომობილი 100%-ით გამართული და მომზადებულია. შეიძლება ფიქრობდეთ, რომ თქვენი ავტომობილი მწყობრშია და შორ გზაზეც ისევე კომფორტულად და უსაფრთხოდ მოგემსახურებათ, როგორც ქალაქში მოძრაობის დროს, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ დიდი მანძილის დაფარვა მანქანისთვის უფრო რთული დავალებაა, ვიდრე სამსახურიდან სახლამდე გადაადგილება.
შორ გზაზე წასვლამდე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომელსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ, არის ხუნდები და სამუხრუჭე სისტემა. მუხრუჭის ეფექტური მუშაობა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ხდება მაშინ, როდესაც შორ მანძილზე გიწევს გადაადგილება. ქალაქგარეთ მოძრაობისას ხშირად არასწორ რელიეფზე გვიწევს მოძრაობა, რაც ავტომობილის სამუხრუჭე სისტემისთვის დამატებითი დატვირთვაა.
მიუხედავად ამისა, ხშირად მძღოლები ცდილობენ, ბოლომდე ამოწურონ ცვეთადი დეტალების რესურსი თანხის დაზოგვის მიზნით. თუმცა ეს მიდგომა არასწორია, რადგან შესაძლოა, კონკრეტულ შემთხვევაში, ერთ მძღოლს გაუმართლა გაცვეთილი ხუნდებით გადაადგილებისას, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ გაუმართავი ავტომობილით მოძრავ სხვა მძღოლსაც არ შეექმნება პრობლემა.
ბევრ მძღოლს აწუხებს კითხვა, თუ რა სიხშირით უნდა გამოცვალონ სამუხრუჭე ხუნდები. პასუხი მარტივია: არ არსებობს კონკრეტული გარბენი ან დროის ინტერვალი, რომლის მიხედვითაც უნდა განაახლოთ ხუნდები და სამუხრუჭე სისტემა. საჭიროა პერიოდულად მათი შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში შეცვლა.
არსებობს რამდენიმე სახის რისკი გაცვეთილი ხუნდებით გადაადგილებისას.
სამუხრუჭე მანძილისა და დროს გაზრდა
რესურსამოწურული ხუნდებით მგზავრობისას დიდი დრო სჭირდება მუხრუჭის ამოქმედებასა დ ავტომობილის გაჩერებას, რადგან ხუნდის ზედაპირზე აღარ არის დარჩენილი ის მასალა, რაც საიმედო დამუხრუჭებას უზრუნველყოფს. ხუნდებისა და სამუხრუჭე სისტემის გაუმართაობა ავტოსაგზაო შემთხვევის რისკებს მნიშვნელოვნად ზრდის.
თუ შეამჩნევთ, რომ დამუხრუჭების მანძილი მკვეთრად გაიზარდა, მაშინ ეს შეიძლება მიუთითებდეს ხუნდების ან სამუხრუჭე სისტემის სხვა ელემენტების შეცვლის აუცილებლობაზე.
სამუხრუჭე სისტემის დაზიანება
ხუნდები სამუხრუჭე სისტემის ერთ-ერთი შემადგენელი დეტალია. ეს სისტემა სხვა, კიდევ უფრო ბევრი და მნიშვნელოვანი დეტალისაგან შედგება. ერთ-ერთია სამუხრუჭე დისკები.
ავტომობილის ყველა დეტალს აქვს სამუშაო რესურსი, რომელიც ექსპლუატაციის დროს მცირდება. გამონაკლისი არც ხუნდია. მისი ზედაპირი, რომელიც უშუალოდ ეხება სამუხრუჭე დისკს და აჩერებს საბურავს, გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ ცვდება და რჩება მხოლოდ მეტალის მასა. აღნიშნული მეტალის ზემოქმედება უარყოფითად მოქმედებს სამუხრუჭე დისკებზე და აზიანებს მათ. ამიტომ დროულად უნდა შეიცვალოს ხუნდები, რადგან ერთჯერადად მცირე თანხის დაზოგვა მომავალში უფრო მეტ ხარჯთან და გაზრდილ რისკებთან არის დაკავშირებული.
საბურავის დაზიანება
ალბათ ბევრისთვის უცნობია ის ფაქტი, რომ გაუმართავი სამუხრუჭე სისტემა გავლენას ახდენს საბურავებზე. როდესაც ხუნდები გაცვეთილია, ან სამუხრუჭე სისტემის რომელიმე დეტალი გამართულად არ მუშაობს, დამუხრუჭება შედარებით უხეშად მიმდინარეობს და თითქმის შეუძლებელი ხდება ავტომობილის მდორედ და თანაბრად გაჩერება. როდესაც ავტომობილი არათანაბრად ჩერდება, იზრდება საბურავებზე მოქმედი ძალა და დროთა განმავლობაში მისი ცვეთის ხარისხიც იმატებს.
დისკომფორტი გადაადგილებისას
როდესაც ხუნდებს გაუცვდება ზედაპირი, რომელიც უშუალოდ ეხება სამუხრუჭე დისკებს, ის აუცილებლად „მოგცემთ ნიშანს“ ამის შესახებ. დამუხრუჭებისას აუცილებლად გაიგებთ არასასიამოვნო ხმას. ასევე შეიგრძნობთ ვიბრაციას მუხრუჭის სატერფულზე. თუკი არასაიმედო მუხრუჭი გაქვთ, ავტომობილის მართვისას ძალიან დაძაბულად იგრძნობთ თავს, რადგან ყოველთვის გექნებათ იმის შიში, რომ სათანადოდ დროულად ვერ გააჩეროთ ავტომობილი.
ასე რომ, სამოგზაუროდ წასვლამდე აუცილებლად შეამოწმეთ სამუხრუჭე ხუნდების რესურსი და სისტემის ეფექტურობა, რათა ავტომობილით განვლილი ყოველი კილომეტრი იყოს კომფორტული, უსაფრთხო და სასიამოვნო.
„თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, ATE-ს ბრენდის ხუნდებზე სპეციალური შეთავაზებები მოქმედებს. მეტი კომფორტისთვის კი შესაძლებელია, დისტანციური სერვისებით, პერსონალური მენეჯერის მომსახურებით ან ონლაინ ჯავშნით ისარგებლოთ.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა