საქართველოს ბანკის მხარდაჭერით “ბიუ ბიუს“ 10 წლის იუბილეზე კომპანია “ჩირინამ” ახალი საწარმო გახსნა
საქართველო, თბილისი - 15:48 | 12.07.2023 ნანახია: 1939საქართველოს ბანკი პარტნიორ ბიზნესებთან ერთად ახალი და საინტერესო პროექტების განხორციელებას განაგრძობს. ბანკთან თანამშრომლობით ბრენდ „ბიუ ბიუს“ 10 წლის იუბილეზე ქართული ქათმის ხორცის მწარმოებელმა კომპანია „ჩირინამ“ გარდაბნის რაიონის სოფელ სართიჭალაში ხორცპროდუქტების ახალი საწარმო გახსნა.
„ბიუ ბიუს“ პროდუქცია ქართულ ბაზარზე 2013 წლის 7 ივლისს გამოჩნდა და 10 წლის შემდეგ ახალი საწარმოს დამატებით კომპანიის სტრატეგიული განვითარების შემდეგი ეტაპი დაიწყო. „ჩირინას“ ახალი საწარმო ხორცის დამუშავების პირველი საწარმოა საქართველოში, რომელსაც აქვს საკუთარი ნედლეულის ბაზა და ახალი, ნედლი ხორცისგან აწარმოებს ხორცპროდუქტებს. საწარმოს აქვს ყველანაირი რესურსი იმისათვის, რომ მომხმარებელს გამორჩეული გემოვნური თვისებების მქონე ჯანსაღი პროდუქციის ფართო ასორტიმენტი შესთავაზოს. წარმოებას საკმაოდ დიდი მასშტაბი აქვს და მისი დღიური წარმოება 8-10 ტონა პროდუქციაზეა გათვლილი“,- განაცხადა ნინო ვაშაკიძემ, „ჩირინას“ დირექტორის მოადგილემ.
ხორცპროდუქტების საწარმო 2600 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული, თუმცა დამხმარე შენობებთან ერთად ის მთლიანობაში 3 ჰექტრამდე მიწის ფართობს იკავებს. პროექტის ჯამური ღირებულება დაახლოებით 35 მილიონი ლარია. პროექტის თანადაფინანსება საქართველოს ბანკის, EBRD-ის და სოფლის განვითარების სააგენტოს „შეღავათიანი აგროკრედიტის" პროგრამის ფარგლებში 10 მილიონი ლარის მოცულობის მხარდაჭერით განხორციელდა.
„საწარმო ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი და სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო დონის სტანდარტებთან. შენობის დიზაინი და დაგეგმარება შემუშავებულია ავსტრიული კომპანია „Foodfab”-ის მიერ, რომელიც საპროექტო სფეროს ერთ-ერთ ლიდერად არის მიჩნეული. საწარმოს შიდა სივრცე აღჭურვილია წამყვანი ევროპული კომპანიების (Schröter, GEA, Seydelmann, Rex, Henneken, Alco, Multivac და სხვა) უახლესი ტექნოლოგიების ხელსაწყო-დანადგარებით“,- განმარტავს ნინო ვაშაკიძე, „ჩირინას“ დირექტორის მოადგილე.
„მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, კომპანია „ჩირინასთან“ ერთად განავახორციელოთ ახალი პროექტები. საწარმო გამორჩეულია იმით, რომ ხორცის დამუშავების პირველი საწარმოა საქართველოში, რომელსაც აქვს საკუთარი ნედლეულის ბაზა და თავად აწარმოებს ხორცპროდუქტებს. ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ ამ ეტაპზე კომპანია „ჩირინას“ დასაქმებული ჰყავს დაახლოებით 500 თანამშრომელი, რასაც ახალ საწარმოში დასაქმებულთა რაოდენობა შეემატება. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ კომპანიას, რომელიც არ ჩერდება, მუდმივად ვითარდება და საკუთარი საქმიანობით ხელს უწყობს ეკონომიკის გაძლიერებას“,- განაცხადა ოთარ სვანიძემ, საქართველოს ბანკის კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.
ინფორმაციისთვის, დღეისთვის „ჩირინას“ ამიერკავკასიაში მეფრინველეობის ყველაზე მასშტაბური საწარმოო კომპლექსი აქვს. მის მფლობელობაშია: სარემონტო-სადედე და ბროილერის ფერმები, კომბინირებული საკვების ქარხანა, ნედლეულის საშრობი ქარხანა, ხორცის დამუშავების საწარმო, ინკუბატორი, ცილოვანი საკვების ქარხანა, წყალგამწმენდი სადგური, ვაშლის ბაღები, ხილის სამაცივრე კომპლექსი, ვეტერინარულ-დიაგნოსტიკური ლაბორატორია "სანა". წარმოების თითოეული რგოლი აკრედიტირებულია ISO 22000 სტანდარტით HACCP-ის პრინციპებით.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა