რისკები, რომლებიც ამოწურული რესურსის აკუმულატორს ახლავს
საქართველო, თბილისი - 15:00 | 10.07.2023 ნანახია: 2059ზაფხულის სეზონი აქტიურ ფაზაში შედის და ყველა ჩვენგანი დიდი ხნით ადრე დაგეგმილი შვებულების გასატარებლად ემზადება. შესაბამისად, ქალაქიდან გამსვლელთა ნაკადი მატულობს და გზებზე გადაადგილებაც მეტ სიფრთხილეს საჭიროებს. იდეალური დასვენების მოსაწყობად ბევრი დეტალის წინასწარ გათვალისწინებაა საჭირო - მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამართული ავტომობილია.
იმისათვის, რომ ჩვენი მოგზაურობა უსიამოვნო თავგადასავლებში არ გადაიზარდოს, საჭიროა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი ავტომობილი საიმედო მეგზურობას გაგვიწევს, ამისათვის კი სხვადასხვა დეტალის გადამოწმებაა საჭირო. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი აკუმულატორია. ის ავტომობილის გამართულ და უსაფრთხო ფუნქციონირებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს.
სეზონებისა და ტემპერატურის ცვლილება აკუმულატორზე მნიშვნელოვნად მოქმედებს. იმ შემთხვევაში კი, თუ მას რესურსი ამოწურული აქვს, ეს გავლენა უარყოფით შედეგებში აისახება. სწორედ ამიტომ სპეციალისტები გვირჩევენ, რომ სეზონურად შევამოწმოთ აკუმულატორის რესურსი და საჭიროების შემთხვევაში ახლით ჩავანაცვლოთ.
მიუხედავად ამისა, მძღოლების დიდი ნაწილი ავტომობილის სეზონური გამართვის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულებით გამოირჩევა. მეტიც, გავრცელებულია სხვადასხვა არასწორი სტერეოტიპი ამ საკითხთან დაკავშირებით. ალბათ, ხშირად გსმენიათ, რომ ავტომობილის სხვადასხვა დეტალის სეზონურად შემოწმება დროისა და ფინანსების ზედმეტი ხარჯვაა. არაერთ პირად ისტორიასაც მოისმენდით, როგორ გაუმკლავდნენ გაუმართავი ავტომობილით სხვადასხვა საფრთხის შემცველ სიტუაციას. მნიშვნელოვანია, ყველა მძღოლს ესმოდეს, რომ მსგავსი მაგალითების განზოგადება არასწორია და საკუთარი თუ სხვისი უსაფრთხოება რისკის ქვეშ არ უნდა დავაყენოთ.
არსებობს რამდენიმე მიზეზი, რატომ არის აუცილებელი აკუმულატორის რესურსის შემოწმება გარკვეული პერიოდულობით, განსაკუთრებით კი შორ გზაზე გადაადგილების წინ.
ავტომობილის დაქოქვასთან დაკავშირებული პრობლემა
აკუმულატორი თავისი ქიმიური შემადგენლობისა და აგებულების წყალობით გამოიმუშავებს ენერგიას, რაც საჭიროა ძრავისა და სხვადასხვა ელექტროდეტალის ასამუშავებლად. ამ ენერგიას სასტარტერო დენსაც ეძახიან. როდესაც მას რესურსი ამოეწურება, ავტომობილის გაჩერებიდან რამდენიმე საათში შესაძლებელია ძრავა ვეღარ აამუშაოთ. ზაფხულში ტემპერატურის მკვეთრი მომატება ერთ-ერთი ფაქტორია, რაც სერიოზულ გავლენას ახდეს აკუმულატორის ეფექტურ მუშაობაზე. აკუმულატორის მოულოდნელად მწყობრიდან გამოსვლამ შესაძლოა პრობლემების წინაშე დაგვაყენოს. ასეთ დროს პრობლემის გადაჭრის რამდენიმე გზა არსებობს: ევაკუატორის დახმარება ავტომობილის სერვისცენტრში მისაყვანად და აკუმულატორის შესაცვლელად; სხვა ავტომობილის ენერგიის გამოყენებით ძრავის დაქოქვა უახლოეს სერვისცენტრში მისაყვანად და აკუმულატორის შესაცვლელად და ა.შ. მაგრამ, დამეთანხმებით, ჩამოთვლილი ვერსიები დასვენებასა და სამოგზაუროდ წასვლას არცთუ სასიამოვნოს გახდის.
ელექტრომოწყობილობების მწყობრიდან გამოსვლა
მოულოდნელად აკუმულატორის მწყობრიდან გამოსვლა რიგ პრობლემებს უქმნის ავტომობილის სხვადასხვა ელექტროდეტალს. როდესაც ძრავას ვაქრობთ და ავტომობილი გაჩერებულია, მისი რამდენიმე დეტალი მაინც მოიხმარს მცირე რაოდენობით ენერგიას. ყველა ეს დეტალი პასუხისმგებელია ავტომობილის უსაფრთხოებასა და „მეხსიერებაზე“. თუ აკუმულატორს რესურსი ამოეწურება და აღნიშნული ენერგოდეტალები ვეღარ მიიღებს საჭირო ენერგიას, შესაძლოა, ავტომობილს კომპიუტერი აერიოს და შემდეგ ამ პრობლემის მოგვარება არცთუ ისე მცირე დროსთან და რესურსებთან არის დაკავშირებული. ასეთ დროს მხოლოდ აკუმულატორის შეცვლა ვეღარ დაგეხმარებათ.
ვინაიდან აკუმულატორი ისეთი დეტალია, რომელიც საკმაოდ სენსიტიურია გარე ტემპერატურის ცვლილების მიმართ, დიდია ალბათობა, რომ ზაფხულის ცხელმა დღეებმა დააზიანოს და მწყობრიდან გამოიყვანოს. საშუალო და მაღალი ხარისხის აკუმულატორების მუშაობის პერიოდი 5 წელია. თუმცა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული მისი სიცოცხლისუნარიანობა. წინასწარ რთულია იმის განსაზღვრა, როდის ამოეწურება რესურსი, ამიტომ უმჯობესია, პერიოდულად შევამოწმოთ და თავი დავიზღვიოთ მოულოდნელი არასასიამოვნო სიურპრიზებისაგან.
როგორ გავუფრთხილდეთ აკუმულატორს
აკუმულატორის სიცოცხლისუნარიანობა მეტ-ნაკლებად მძღოლზეც არის დამოკიდებული. არსებობს რამდენიმე რჩევა, რომლებიც უნდა გავითვალისწინოთ იმისათვის, რომ აკუმულატორს მაქსიმალურად შევუნარჩუნოთ სამუშაო რესურსი: როდესაც ავტომობილს გამოვრთავთ, არ უნდა დავტოვოთ ჩართული ისეთი ენერგომომხმარებლები, როგორებიცაა მაშუქები, სალონის განათება, აუდიოსისტემა და ა.შ. თუ ავტომობილის ძრავა გამორთულია, ყველა ეს ჩამოთვლილი დეტალი აკუმულატორის ენერგიას მოიხმარს და მისი რესურსიც გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ამოიწურება. თუ ისეთ გარემოში ვართ, სადაც გაჩერებულ ავტომობილზე მაშუქების ან აუდიოსისტემის ჩართვა გვიწევს, უმჯობესია, პერიოდულად დავქოქოთ ძრავა, რათა აკუმულატორმა გენერატორის დახმარებით აღიდგინოს ენერგია.
თუ ამ რჩევებს გავითვალისწინებთ, თუკი სეზონებისა და გარე ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებისას შევამოწმებთ აკუმულატორის რესურსს, მაქსიმალურად დაზღვეულები ვიქნებით უსიამოვნებისაგან და ავტომობილით ყოველი გამგზავრება უსაფრთხო და სასიამოვნო იქნება.
„თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, აკუმულატორების ფართო ასორტიმენტი დაგხვდებათ. ივლისში კი პრემიუმ ხარისხის პროდუქტებზე სპეციალური შეთავაზებები მოქმედებს. მეტი კომფორტისთვის შესაძლებელია, დისტანციური სერვისებით, პერსონალური მენეჯერის მომსახურებით ან ონლაინ ჯავშნით ისარგებლოთ.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა