მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით ახალი ავიარეისები განხორციელდება

საქართველო, თბილისი - 19:20 | 10.03.2016
ნანახია: 1306

„რუსეთის საავიაციო ხელისუფლებასთან სიხშირეებთან დაკავშირებით ამ ეტაპზე რაიმე შეხვედრა და მოლაპარაკება არ გამართულა, თუმცა, თემა მედიისთვის გახსნილია და თუ რაიმე ცვლილება იქნება, აუცილებლად გაცნობებთ“ - ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკის სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ქეთევან სალუქვაძემ განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობის რეფორმების 4 პუნქტიანი გეგმის უმნიშვნელოვანესი ნაწილია ეკონომიკური განვითარება, სადაც ძირითადი აქცენტი ტურიზმის განვითარებასა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდაზე კეთდება.  ამ მიზნებიდან გამომდინარე, ეკონომიკის სამინისტრო ინტენსიურად მუშაობს პირდაპირი ფრენების, ახალი, მათ შორის იაფი ავიარეისების მოზიდვასა და ფრენების რაოდენობის ზრდაზე.

„აღსანიშნავია, რომ 2015-16 წლებში მგზავრთნაკადის სერიოზული ზრდა გვაქვს საქართველოს აეროპორტებში. სწორედ ამიტომ მთელი რიგი ავიამიმართულებები დაემატა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. ახლო მომავალში ახალი ფრენები განხორციელდება არაერთი მიმართულებით, მაგალითად, ეს არის 7 ახალი მიმართულება ევროპაში,  Air Arabia და Scati  აქტაუ, შარჟას მიმართულებით და ა.შ. ასევე განახლდა რეგულარული ფრენები საქართველოსა და ირანს შორის. სიხშირეები მზარდი ტურისტული მოთხოვნის  შესაბამისად გაიზარდა ისრაელის მიმართულებითაც. ჩვენი მიზანია, საქართველოს მოქალაქეებმა რაც შეიძლება იაფად იფრინონ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში“ - განაცხადა ქეთევან სალუქვაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე