“TAV Georgia” ბერლინში სამომავლო პროექტებტან დაკავშირებით ბიზნესისა და საერთაშორისო ავიაკომპანიების დელეგატებთან მარტავს შეხვედრებს

საქართველო, თბილისი - 16:33 | 10.03.2016
ნანახია: 1315

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია, “TAV Georgia” ბერლინში მიმდინარე 50-ე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა- “ITB Berlin 2016”-ში მონაწილეობს, რომელიც ტურისტულ და სავაჭრო ბიზნესის სექტორში, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ მოვლენად ითვლება.

კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნულ გამოფენაზე “TAV Georgia” მეშვიდედ მონაწილეობს და ამჯერადაც დიდ ინტერესს იწვევს დამთვალიერებელთა შორის.

“ITB Berlin 2016”-ის ფარგლებში, “TAV Airports”-ის და მასთან ერთად “TAV Georgia”-ს წარმომადგენლები, სამომავლო პროექტების განსახილველად საქმიან შეხვედრებს მართავენ სხვადასხვა ბიზნესისა და საერთაშორისო ავიაკომპანიების დელეგატებთან. მონაწილეთა რაოდენობა წელსაც საკმაოდ მაღალია. 160,000 კვადრატულ მეტრ საგამოფენო სივრცეში, 5 კონტინენტის, 185 ქვეყნის 10,000-მდე წარმომადგენელი, ვიზიტორებს ტურიზმთან დაკავშირებულ პროდუქციას და სერვისებს წარუდგენს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე