დიმიტრი ქუმსიშვილი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ხელმძღვანელობას შეხვდა
საქართველო, თბილისი - 16:19 | 10.03.2016 ნანახია: 1252აშშ–ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ვიცე–პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ვიცე–პრეზიდენტს კამრან ხანს და აღმასრულებელი მენეჯმენტის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი წარიმართა იმ პროგრამაზე, რომელსაც კორპორაცია აშშ–ის მთავრობის მიერ გამოყოფილი გრანტით აფინანსებს. ამჟამად ხორციელდება 140 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტები. როგორც აღინიშნა, ეს არის უმსხვილესი ინვესტიცია, რომელიც ხორციელდება საქართველოში შრომის ბაზრის მოთხოვნებზე დაფუძნებული განათლების სისტემის დანერგვის მიზნით, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკის ზრდასა და სიღარიბის შემცირებას ჩვენს ქვეყანაში.
კორპორაციის ვიცე–პრეზიდენტმა კამრან ხანმა აღნიშნა, რომ საქართველო განსაკუთრებული პარტნიორი ქვეყანაა როგორც ორგანიზაციისთვის, ასევე ამერიკული შეერთებული შტატებისთვის და ისინი ყველა ზომას მიიღებენ, რომ მეორე საგრანტო პროგრამა, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე, წარმატებულად დასრულდეს, უკვე დანერგილმა პროექტებმა კი მომავალშიც შეუფერხებლად განაგრძონ მუშაობა.
,,ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა ვიცე-პრემიერთან. მან ისაუბრა იმ ეკონომიკურ ზომებზე, რასაც საქართველოს მთავრობა ევროკავშირთან და სხვა დანარჩენ მსოფლიო გლობალურ ეკონომიკასთან ინტეგრაციისთვის იღებს. ხაზი გაესვა, რომ საქართველო არის იდეალური პარტნიორი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისთვის,-‘’განაცხადა კამრან ხანმა.
შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოს უმაღლესი განათლების კომპონენტის ფარგლებში ჩასატარებელ სამუშაოებზე და სხვადასხვა შესაძლებლობებზე ისაუბრეს. კამრან ხანის განცხადებით, ფონდი მზად არის ეკონომიკისა და სხვა წამყვან სამინისტროებთან ერთად შეიმუშავოს ე.წ. სამუშაო გეგმა, რომელიც უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია პროექტის შეუფერხებლად წარმართვისთვის.
„ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის ფარგლებში ჩვენ გავნიხილეთ საქართველოში მიმდინარე პროექტები. მოგეხსენებათ, რომ 140 მილიონი დოლარის კომპაქტია ამ დროისთვის გამოყოფილი, პროექტი საკმაოდ აქტიურია და შესაბამისად, წარმატებულიც. ჩვენ განვიხილეთ პროექტის მიმდინარეობა და დავსახეთ გზები, თუ როგორ უნდა განვითარდეს მომავალში, რომ პროექტმა კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწიოს“ - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია არის ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებელი და ინოვაციური მიდგომების მქონე სააგენტო, რომელიც პროექტების დაფინანსებითა და განხორციელებით პარტნიორ ქვეყნებს ეხმარება უმუშევრობის და სიღარიბის დაძლევაში და ეკონომიკური ზრდის მიღწევაში.
საერთაშორისო ხელშეკრულება - ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტი - საქართველოს მთავრობასა და აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას შორის 2013 წელს გაფორმდა და მისი რატიფიცირება მოახდინა საქართველოს პარლამენტმა. კომპაქტი, რომლის მოცულობაც 140 მილიონი აშშ დოლარია, 2014 წლის ივლისიდან მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ხორციელდება.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა