ბათუმში ოშკის ქუჩის მოასფალტება მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 16:09 | 10.03.2016
ნანახია: 1338

ბათუმის ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში ოშკის ქუჩის მოასფალტება მიმდინარეობს. როგორც ბათუმის მერიაში განმარტავენ, დაგეგმილია 8 ერთეული გარეგანათების ბოძის დამონტაჟება და 215 მეტრზე სანიაღვრე არხის მოწყობა.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,ზიმო7“ ასრულებს. მერიის ინფორმაციით, ქუჩის რეაბილიტაციისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 122 179 ლარია გამოყოფილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე