რამდენიმე საათი წარდგენამდე - Volvo EX30 SUV - ახალ ელექტრომობილს ვოლვოს მოდელებს შორის ყველაზე ნაკლები გამონაბოლქვი ექნება
საქართველო, თბილისი - 16:34 | 06.06.2023 ნანახია: 2394ახალი Volvo EX30-ის პრეზენტაციამდე ერთ დღეზე ნაკლები რჩება. შვედური ბრენდის მოდელებს შორის ეს იქნება ყველაზე ეკომეგობრული ავტომობილი, რომლის გამონაბოლქვიც მინიმუმამდეა შემცირებული.
კომპანიაში აცხადებენ, რომ პატარა, სრულიად ელექტრო SUV-ის შემთხვევაში ნახშირბადის გამოყოფა 25%-ით არის შემცირებული ვოლვოს სრულად ელექტრიფიცირებულ C40 და XC40 მოდელებთან შედარებით.
როგორც ელექტრომობილს, Volvo EX30-ს აქვს ნულოვანი გამონაბოლქვი, რაც, ცხადია, CO2-ის დაბალ ნაკვალევს ნიშნავს. ამასთანავე, ავტომობილის მიერ ნახშირბადის გამონაბოლქვის შესამცირებლად ელექტრიფიკაცია საკმარისი არ არის. ავტომობილი არა მხოლოდ იმართება, ის ასევე შექმნილია, განვითარებულია, შემუშავებულია და ტრანსპორტირდება - ვოლვომ თითოეულ ეტაპზე გაითვალისწინა სათბური გაზების ემისიების შემდგომი შემცირების საკითხი.
ანდერს კერბერგი, ვოლვოს მდგრადობის გლობალური ხელმძღვანელი: „ჩვენ მიზნად ვისახავთ, 2025 წლისთვის ჯერ 40 პროცენტით შევამციროთ CO2-ის გამონაბოლქვი, ხოლო 2040 წლისათვის კლიმატის თვალსაზრისით ნეიტრალურ კომპანიად ვიქცეთ. ამის მიღწევა მხოლოდ კომპლექსური მიდგომით არის შესაძლებელი, რაშიც წარმოების ჯაჭვს დიდი ადგილი უჭირავს, უფრო მეტიც, ფაქტობრივად, მასზეა დამოკიდებული“.
შვედური ავტოგიგანტის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამ მიზნის მისაღწევად ახალი Volvo EX30-ის გამოშვება დიდი წინგადადგმული ნაბიჯია: უპირველეს ყოვლისა, პატარა ავტომობილის დაპროექტება ნიშნავს იმას, რომ მის დასამზადებლად ნაკლები მასალაა საჭირო. ალუმინი და ფოლადი კი ის ორი ყველაზე დიდი მიზეზია წარმოებაში, რომლებსაც CO2-ის გამოყოფა უკავშირდება. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რაც, მომხმარებელთან ერთად, მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ მსოფლიო არსებითად შეიცვალოს.
ვოლვოს ახალი პატარა SUV-ის კონსტრუირებისას, სხვა მოდელებთან შედარებით, ნაკლები ფოლადი და ალუმინი გამოიყენება, ავტომობილი უმეტესწილად გადამუშავებული მასალისაგან მზადდება. იგივეა მიდგომა სალონისა და ფუნქციონალის შემთხვევაშიც. ვოლვოს დიზაინერებმა Volvo EX30-ის რამდენიმე ფუნქცია გააერთიანეს ერთ კომპონენტში. ეს კი, თავის მხრივ, ავტომობილში საჭირო ნაწილების რაოდენობას ამცირებს.
ემისიების შემცირების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია წარმოებისა და მიწოდების ჯაჭვი, მაგალითად, სუფთა ენერგიის მიწოდების გზით. Volvo EX30-ს კონსტრუირება ხდება ქარხანაში, რომელიც მაღალი დონის კლიმატნეიტრალური ენერგიით, მათ შორის 100 პროცენტით კლიმატნეიტრალური ელექტროენერგიით მუშაობს.
რაც შეეხება მიწოდების ჯაჭვს, ვოლვო ისეთ მწარმოებლებთან თანამშრომლობს, რომელთა დიდი უმრავლესობა ვალდებულია, 2025 წლისთვის წარმოებაში 100%-ით კლიმატნეიტრალური ენერგია გამოიყენოს.
რაც შეეხება ახალი მოდელის ინტერიერსა და სავარძლებს, კარს ან თუნდაც პანელებს, ვოლვო ამ შემთხვევაშიც გადამუშავებული და განახლებადი მასალების ფართო სპექტრს იყენებს, მათ შორის ისეთი მასალების ჩათვლით, როგორებიცაა ჯინსი, სელისა და მატყლის ნაზავი, რომელთა დაახლოებით 70% რეციკლირებული პოლიესტერია.
ვოლვოში მიაჩნიათ, რომ კლიმატნეიტრალურ კომპანიად გარდასახვის გზაზე მთავარი ამოცანის შესრულებას ბრენდი მხოლოდ მომხმარებელთან ერთად შეძლებს. მაგალითისათვის, ახალი ეკომეგობრული Volvo EX30-ით გადაადგილებისას თითოეულ მომხმარებელს საკუთარი როლი აქვს CO2-ს ზემოქმედების შესამცირებლად. ეს კი, საბოლოოდ, დადებითად აისახება არა მხოლოდ მძღოლზე, არამედ გარშემომყოფებსა და ეკოლოგიაზე.
ახალ Volvo EX30-ს ვოლვოს თაყვანისმცემლები და ფართო აუდიტორია სულ რამდენიმე საათში, 7 ივნისს იხილავს.
----
გასულ წელს Volvo Car Group-ის საოპერაციო მოგებამ 22.3 მილიარდი შვედური კრონი შეადგინა. გლობალური მასშტაბით ვოლვოს 615,121 ავტომობილი გაიყიდა და შემოსავალმა 330,1 მილიარდ შვედურ კრონს მიაღწია.
სკანდინავიური ბრენდი 100-ზე მეტ ქვეყანაში საქმიანობს. კავკასიის რეგიონში კი მას „ვოლვო ქარ კავკასია“ წარმოადგენს. „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს და შვედური ბრენდის „ვოლვოს“ ოფიციალური იმპორტიორია ამიერკავკასიასა და შუა აზიაში.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა