ევროკავშირის ელჩებთან ვიმსჯელეთ, რომ საქართველოს მდგომარეობა არ შეიძლება, განხილული იყოს იმავე კონტექსტში, როგორც სხვა ქვეყნების, საქართველოს აქვს პირდაპირი საზღვარი რუსეთთან და ტერიტორიის 20 პროცენტია ოკუპირებული - ლევან დავითაშვილი
საქართველო, თბილისი - 19:32 | 29.05.2023 ნანახია: 402ევროკავშირის ქვეყნების ელჩებთან შეხვედრაზე ვიმსჯელეთ, რომ საქართველოს მდგომარეობა და ვითარება არ შეიძლება, განხილული იყოს იმავე კონტექსტში, როგორც სხვა ქვეყნების მდგომარეობა, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
დავითაშვილის თქმით, შეხვედრაზე ძალიან ღია და გულწრფელი დიალოგი იყო იმ საკითხებზე, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის აქტუალურია.
„თქვენ მოისმინეთ ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადება. ჩვენ გვქონდა ძალიან ღია, გულწრფელი დიალოგი იმ საკითხებზე, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის აქტუალურია. თქვენ იცით, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა გამოთქვეს მოსაზრება საქართველოში ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით და ზუსტად ეს იყო ძირითადი განხილვის საგანი. თუმცა ჩვენ ზოგადად არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაზე ვიმსჯელეთ. ვიმსჯელეთ, რომ საქართველოს მდგომარეობა და ვითარება არ შეიძლება, განხილული იყოს იმავე კონტექსტში, როგორც სხვა ქვეყნების მდგომარეობა. საქართველოს განსაკუთრებით რთული მდგომარეობა აქვს, საქართველოს აქვს პირდაპირი საზღვარი რუსეთის ფედერაციასთან და საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი არის ოკუპირებული, ასე რომ, საქართველოს კონტექსტი განსხვავდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების კონტექსტისგან და ამაზე ღია საუბარი იყო ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან, ელჩებთან. ვფიქრობ, ბევრი ელჩისთვის ეს აბსოლუტურად გასაგები და ლოგიკურია.
ჩვენ ასევე შევეხეთ ზოგადად ამ გეოპოლიტიკურ ვითარებაში სანქციების აღსრულებისა და შესრულების საკითხებს. მათ შორის იმაზე, რომ ჩვენ გვექნება დამატებით სამი ახალი დაკავშირებითი პუნქტი რუსეთის ფედერაციასთან. დღეს იცით, რომ ძირითადი საზღვარი გვაქვს ლარსით და აქ ხდება საბაჟო კონტროლი მკაცრად და ამას ყველა ხაზს უსვამს, რომ საქართველო არის სანდო, საიმედო პარტნიორი საერთაშორისო თანამეგობრობის სანქციების აღსრულების ნაწილში. თუმცა, ახალი დაკავშირების პუნქტი გვიჩნდება თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებში. აქ ჩვენი მხრიდან არსებობს მზა პოზიცია, საბაჟო შესაძლებლობებს ზრდის და ისევე, როგორც უმაღლეს დონეზე ხდება სანქციების აღსრულება ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე, ასევე იქნება დამატებითი საბაჟო კონტროლი აეროპორტებშიც. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა, რომელიც ჩვენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს გავუზიარეთ“, – აღნიშნა დავითაშვილმა.
დღეს, ევროკავშირის ქვეყნების ელჩებმა ლევან დავითაშვილს რუსეთთან ფრენებთან დაკავშირებით ოფიციალური დემარშით მიმართეს.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
- „თეგეტა“ გარემოსდაცვით ღონისძიებას - „დედამიწის დღე 2024-ს“ შეუერთდა
- „თეგეტა მოტორსში“ Energizer-ის ბრენდის აკუმულატორებზე სპეციალური შეთავაზებები მოქმედებს
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა