ვის გვერდით ცხოვრობენ მსოფლიო ლიდერები

საქართველო, თბილისი - 15:04 | 10.03.2016
ნანახია: 3853

გსურთ იცნობდეთ მსოფლიოს ცნობილი პოლიტიკოსების მეორენახევრებს?

გთავაზობთ ფოტოგალერეას, რომელზეც სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტები და სახელმწიფოს მეთაურები თავიანთი ცხოვრების თანამგზავრებთან ერთად არიან აღბეჭდილნი.

გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ქმარი ქიმიის პროფესორი იოაჰიმ ზაუერია. (მერკელი კანცლერმა პირველ ქმართან განქორწინების შემდეგ დაიტოვა).

Ангела Меркель и Йоахим Зауэр.ანგელა მერკელი და იოაჰიმ ზაუერი.

მერკელს თავისი შვილები არ ჰყავს, იოაჰიმ ზაუერს ორი ვაჟი პირველ ქორწინებაში შეეძინა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის დევიდ კემერონის მეუღლე - სამანტა შეფილდი. მათ ოჯახში ოთხი ბავშვი გაჩნდა.

Дэвид Кэмерон и Саманта Шеффилд.დევიდ კემერონი და სამანტა შეფილდი

უფროსი ვაჟი ეპილეფსიითა და ცერებრალური დამბლით იყო დაავადებული. ის 7 წლის ასაკში გარდაიცვალა. უმცროსი ქალიშვილი 2010 წლის აგვისტოში დაიბადა, როდესაც კემერონი უკვე პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა.

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა მიშელ ობამაზე 1992 წელს დაქორწინდა.

Танцующий Барак Обама.ბარაკ და მიშელ ობამები.

მათ ორი ქალიშვილი ჰყავთ. მალია 18 წლისაა, ნატაშა (მას ოჯახში საშას ეძახიან) კი 15-ის. უმცროსს ალექსანდრე პუშკინის ცოლის ნატალია გონჩაროვას სახელი დაარქვეს.

აზერბაიჯანის ლიდერის ილჰამ ალიევის ცოლი ულამაზესი მეჰრიბანია.


Ильхам Алиев и Мехрибан Алиева.ილჰამ ალიევი და მეჰრიბან ალიევა.

წყვილი 1983 წელს დაქორწინდა. მათ ჰყავთ ორი ქალიშვილი - ლეილა და არზუ, ასევე ვაჟი გეიდარი.

ვენესუელას პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს ცოლი სილია ფლორესი მასზე 10 წლით უფროსია. სილია ფლორესი ცნობილი პოლიტიკური მოღვაწეა.

Николас Мадуро и Силия Флорес.ნიკოლას მადურო და სილია ფლორესი

მადურომ და ფლორესმა ერთმანეთი უგო ჩავესის წყალობით გაიცნეს. მას შემდეგ რაც ჩავესი ციხიდან გამოვიდა, სადაც ის სასჯელს სამხედრო გადატრიალების მცდელობისთვის იხდიდა, მადურო მისი პირადი მძღოლი გახდა. სწორედ მაშინ გაიცნო სილია ფლორესიც, რომელიც ჩავესის ერთ-ერთი ადვოკატი იყო.

ჩინეთის მეთაური სი ცზინპინი დაქორწინებულია მომღერალ პენ ლიუანზე. ის 2013 წელს ჟურნალ Forbes-ის ვერსიით მსოფლიოს 100 გავლენიან ქალთა სიაში მოხვდა.

Си Цзиньпин и Пэн Лиюань.სი ცზინპინი და პენ ლიუანი.

პენი ტუბერკულოზითა და შიდსით დაავადებულებს ეხმარება.

სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტს ჯეიკობ ზუმას 4 ცოლი ჰყავს. სიზეკალე კუმალო ერთ-ერთი მათგანია. ჯეიკობს ოთხივე ცოლთან 21 შვილი ჰყავს.

Джейкоб Зума и одна из его супруг.ჯეიკობ ზუმა და სიზეკალე კუმალო.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე