აჭარაში სერვისის გაუმჯობესების მიზნით ტრენინგები გრძელდება

საქართველო, თბილისი - 12:35 | 10.03.2016
ნანახია: 1492

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ორგანიზებით კვების ობიექტების მენეჯერებსა და თანამშრომლებს სურსათის უვნებლობის ინსპექტირების შესახებ ტრენინგი ჩაუტარდათ. სურსათის უვნებლობის სააგენტოს აჭარის რეგიონული სამართველოს წარმომადგენელმა ტრენინგის მონაწილეებს დეტალურად აუხსნა საკვები პროდუქტების გამოყენებისას რა ძირითად კრიტერიუმებზე უნდა გამახვილდეს ყურადღება და რა მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს, იმისთვის რომ დაცული იყოს მომხმარებელთა კვებითი უსაფრთხოება.

რეგიონში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით დეპარტამენტის სატრენინგო-საკონსულტაციო ცენტრი ერთდღიან ტრენინგებს სასტუმროების, რესტორნებისა და ტურსააგენტოების მოქმედი თანამშრომლებისთვის ყოველკვირეულად ატარებს. ტრენინგებს სატრენინგო-საკონსულტაციო ცენტრი და მის მიერ მოწვეული ტრენერები სტუმრის მომსახურების, დასუფთავების, უსაფრთხოების, რეზერვაციისა და ხარისხის ამაღლების საერთაშორისო სტანდარტების შესახებ აკეთებენ.

„ჩვენს მიერ დაგეგმილი ტრენინგების შესახებ ინფორმაცია რეგულარულად განახლდება ვებ გვერდზე “Recommend.ge”. სურვილის შემთხვევაში, ასევე შესაძლებელია დარგში არსებული პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, კერძო სექტორის წარმომადგენელმაც მოგვმართონ ცენტრს კონსულტაციის ან სასურველი ტრენინგის განხორციელების ინიციატივით, ცენტრი აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ბაზაზე არსებობს და მის მიერ შეთავაზებული ტრენინგები თუ კონსულტაციები სრულიად უფასოდაა ხელმისაწვდომი კერძო სექტორის წარმომადგენელთათვის,” განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის სერვისების განვითარების განყოფილების უფროსმა თამარ კაიკაციშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე