ბრიტანეთის სპეცსამსახურებმა ”ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლების პირადი მონაცემები მოიპოვეს

საქართველო, თბილისი - 12:09 | 10.03.2016
ნანახია: 1561

”ისლამური სახელმწიფოს” რიგებში 22 ათასი უცხოელი მებრძოლის პირადი მონაცემები დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურებს ხელში ჩაუვარდათ.

როგორც The Times-ი იტყობინება, ბრიტანულ მხარეს დაჯგუფებიდან გამოქცეულმა მებრძოლმა საიდუმლო ინფორმაციების შემცველი მეხსიერების ბარათი გადასცა.

გამოცემის ინფორმაციით, სპეცსამსახურებმა უკვე დაიწყეს მონაცამების შესწავლა. ეს მონაცემები შეიცავს ”ისლამური სახელმწიფოს” მიერ დაქირავებული მებრძოლების გვარებს, მისამართებსა და ინფორმაციებს ტერორისტების ნათესავების შესახებ.

ტერორისტების რიგებში 50-ზე მეტი ქვეყნის მოქალაქეები იბრძვიან. მათ შორის უმეტესობა არაბული ქვეყნებიდანაა. ისლამისტების გვერდით ასევე იბრძვიან საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის, რუსეთისა და სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე