თეგეტა გარემოსთვის - თბილისის შემოვლითი გზის ტერიტორია საბურავებისგან უკვე გაწმენდილია

საქართველო, თბილისი - 19:01 | 21.04.2023
ნანახია: 1854

თბილისის შემოვლითი გზის ტერიტორია, რომელიც გარემოსთვის საზიანო ნარჩენებით, საბურავებით იყო დაბინძურებული, სრულად გაწმენდილია. ათასობით საბურავის გასატანად „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილ ორგანიზაცია „თეგეტა გრინ პლანეტს“ რამდენიმე დღე დასჭირდა.

 

 

 

 

 

 

თეგეტასთვის, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისთვის, გარემოზე ზრუნვა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სწორედ ამიტომ ტერიტორიის გაწმენდაზე პასუხისმგებლობა ჰოლდინგში შემავალმა ორგანიზაციამ, Tegeta Green Planet-მა, აიღო და საბურავები გადასამუშავებლად პარტნიორ საწარმოებს ჩააბარა, სადაც მათ ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად გადაამუშავებენ.

ნათიკა ბერძული, თეგეტა ჰოლდინგის სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი: თეგეტასთვის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. ჰოლდინგში ნარჩენების მართვა შესაბამისი რეგლამენტით რეგულირდება. როდესაც სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოები ვნახეთ, გადავწყვიტეთ, ჩვენს თავზე აგვეღო პასუხისმგებლობა და ჩვენივე ხარჯებით დაგვესუფთავებინა ტერიტორია, რადგან ზოგისთვის არტად შეფასებული ეს ინსტალაცია სინამდვილეში ბუნებისთვის ძალიან სახიფათოა.

შალვა ახვლედიანი, Tegeta Green Planet-ის დირექტორი: „Tegeta Green Planet  მართავს ისეთ სპეციფიკურ ნარჩენებს, როგორებიც არის მეორადი აკუმულატორები, საბურავები და ზეთები. ჩვენს პირდაპირ მოვალეობაში შედის მხოლოდ თეგეტას ნარჩენების გატანა და არ გვევალება გარემოში გაფანტული ნარჩენების მართვა. თუმცა, ამის მიუხედავად, გვერდს ვერ ავუვლიდით თბილისის შემოვლით გზაზე შექმნილ სიტუაციას და მიხარია, რომ ჩვენი ჩართულობით ტერიტორია გარემოსთვის საზიანო ნარჩენებისგან გაწმენდილია.

 

თბილისის შემოვლით გზაზე, გლდანთან ახლოს, მინდორში გადაყრილი ათასობით საბურავის ფოტოები რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ფოტოგრაფმა ბილი ბილიხოძემ განათავსა. პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ვირუსულად გავრცელდა. ფეისბუკის მომხმარებლების ნაწილმა მწვანე მდელოზე მიმოფანტული საბურავები ხელოვნების ნიმუშად აღიქვა, ნაწილი კი ძალიან აღშფოთდა, რადგან რეალურად საბურავების უზარმაზარ გროვას გარემოსთვის უდიდესი ზიანის მიყენება შეუძლია.

ბილი ბილიხოძე, ფოტოგრაფი: ადგილზე რომ მივედი, ძალიან შემზარავი სიტუაცია დამხვდა - უამრავი საბურავი და რეზინის საშინელი სუნი. ორი საათის განმავლობაში ვიღებდი ფოტოებს დრონითა და ფოტოაპარატით. ვიცოდი, რომ ეს მასალა ვიღაცამდე უნდა მიმეტანა, ვინც ამ პრობლემას მოაგვარებდა. ერთ-ერთი პირველი, ვინც გამომეხმაურა, იყო თეგეტა, რომელმაც ზუსტად იცოდა, სად უნდა წაეღო საბურავები გადასამუშავებლად. პირობა რამდენიმე დღეში შეასრულეს, ეს ტერიტორია ახლა სრულად გაწმენდილია საბურავებისგან.

 

 

 

--

თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს: Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები.

 

Tegeta Green Planet „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი ორგანიზაციაა, რომელიც 2022 წლიდან ფუნქციონირებს. ის ერთ-ერთი პირველია საქართველოში, რომელმაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსაგან ავტორიზაცია მოიპოვა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ფარგლებში ნარჩენი საბურავების, ზეთებისა და აკუმულატორების მართვაზე. ორგანიზაცია პირველ ეტაპზე ახდენს ზემოაღნიშნული სპეციფიკური ნარჩენების რეგლამენტის მიხედვით შეგროვებას, ტრანსპორტირებას, გადამუშავებას, შემდგომ კი მათ მართვას ცირკულარული ეკონომიკის წესების შესაბამისად.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე