Porsche | Musya - პორშეს 75-წლიანი ფერადი ისტორია
საქართველო, თბილისი - 16:00 | 21.04.2023 ნანახია: 1793„Driven By dreams“ – ამ გზავნილში გაერთიანდა პორშეს ისტორია, რომელიც ოცნებებით სავსე ფერად მოგზაურობას უკავშირდება. უკვე 75 წელია, რაც ბრენდი ქმნის მოდელებს, რომლებშიც წარსულს, აწმყოსა და მომავალს აერთიანებს.
საიუბილეო წლის აღნიშვნა „პორშე ცენტრი თბილისმა“ განსაკუთრებული პროექტით დაიწყო და შექმნა ტაიკანის უნიკალური მოხატულობა, რომელიც პორშეს ფერადი ისტორიითა და მეოცნებე არსითაა ინსპირირებული.
თამარ ხოსროშვილი, „პორშე ცენტრი თბილისის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი: „პორშე თავიდანვე გამორჩეულად ფერადი ბრენდი იყო და დღემდე ასე გრძელდება. ის საუკეთესო მაგალითია იმისა, რომ მკვეთრი ფერები თანაბრად უხდება როგორც სპორტულ, ისე SUV მოდელებს. ბრენდის 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით გადავწყვიტეთ, პორშეს უნიკალური ფერები ახალი ტაიკანის თანამედროვე მოდელზეც გადაგვეტანა და ამ გზით გვეჩვენებინა მისი ისტორია. თითოეული ფერი უწყვეტად არის გამოყენებული, რაც გამოხატავს ჩვენს რწმენას, რომ პორშეს ფერადი ისტორია უსასრულოდ გრძელდება“.
პორშეს ფერებით შექმნილი აბსტრაქტული ნამუშევარი, რომელიც კომპანიამ ტაიკანის გამორჩეულ დიზაინზე გადაიტანა, მხატვარ მუსია ქებურიას ეკუთვნის. როგორც თავად აღნიშნავს, ეს მისთვის განსაკუთრებულად საპასუხისმგებლო, რთული და შთამაგონებელი პროცესი იყო.
მუსია ქებურია, მხატვარი: „ყოველი ახალი ნამუშევარი ახალი გამოწვევაა, თუმცა ეს პროექტი პირველი დღეებიდანვე განსაკუთრებული იყო თავისივე საპასუხისმგებლო დავალებითა და ურთულესი სამუშაო პროცესით. Porsche-ს 75-წლიანი ფერადი ისტორიის გადმოცემა არც ისე მარტივი აღმოჩნდა თვალშისაცემი ვიზუალისა და, ჩემი აზრით, სრულყოფილი ფორმების მქონე ტაიკანზე. ვფიქრობ, დიდი შრომის შედეგად ამ დავალებას სათანადოდ გავართვით თავი და საბოლოოდ შევქმენით უნიკალური დიზაინი, სავსე ფერების პალიტრითა და მათი გრადაციების სინთეზით, რომელიც გამოხატავს უსასრულობას, ფერადი ოცნებებით სავსე უწყვეტ მოგზაურობას დროსა და სივრცეში.
მადლიერი ვარ, რომ შესაძლებლობა მომეცა, ჩემს პორტფოლიოში დიდი სიამაყით შემეტანა კიდევ ერთ მსოფლიო ბრენდთან თანამშრომლობა“.
„პორშე ცენტრი თბილისის“ ნამუშევარს დადებითი გამოხმაურება მოჰყვა პორშეს სათავო ოფისიდანაც. რეგიონის იმპორტიორთა შეხვედრაზე ის გამორჩეულად წარადგინეს, რათა ორიგინალური ქართული პროექტი სხვა ქვეყნებისთვისაც შთამაგონებელი გამხდარიყო.
უნიკალური მოხატულობის ტაიკანს ხშირად შეხვდებით თბილისის ქუჩებში. ბრენდის 75 წლის კამპანიის აღნიშვნას „პორშე ცენტრი თბილისი“ ამით არ ასრულებს. უკვე დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობა და ღონისძიება, რომელთა მთავარი გზავნილიც კვლავ პორშეს ფერადი ისტორია იქნება.
--
„პორშე ცენტრი თბილისი“ „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. კომპანია მომხმარებელს პრემიუმ ბრენდის უახლეს ავტომობილებს, ასევე სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებსა და აქსესუარებს სთავაზობს. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ვებგვერდზე კონფიგურატორის დახმარებით სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც „პორშე ცენტრი თბილისი“ უზრუნველყოფს.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა