საქართველოს ბანკთან პარტნიორობით „ლივინ დეველოპმენტ ჯგუფი“ თბილისში ახალ საცხოვრებელ კორპუსს აშენებს
საქართველო, თბილისი - 14:58 | 18.04.2023 ნანახია: 1472საქართველოს ბანკი, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი სამშენებლო და დეველოპერული პროექტების აქტიური მხარდამჭერია. ამ მიზნით, ბანკთან პარტნიორობით კომპანია „ლივინ დეველოპმენტ ჯგუფი“ თბილისში, 4 953 კვ.მ. ფართობზე, 10-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს აშენებს.
პროექტის ჯამური ღირებულება ბანკის მიერ სრულად დაფინანსდა. ინვესტიცია 4.3 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
პროექტი, სახელწოდებით „არტჰოლ ლივინი“ მოიცავს მიწისქვეშა პარკინგს, 1 500 კვ.მ. რეკრეაციულ სივრცესა და სკვერს სახლთან ახლოს.
„საქართველოს ბანკთან დიდი ხნის თანამშრომლობა გვაკავშირებს და მანამდე არაერთი წარმატებული პროექტი განვახორციელეთ. სწორედ ამიტომ, მათთან პარტნიორობით ახალი პროექტის დაწყება გადავწყვიტეთ, რომელიც 2024 წლის აპრილში დასრულდება. რაც მთავარია ჩვენი საცხოვრებელი კორპუსი ეკოლოგიურად სუფთა მასალებისგან შენდება და მომხმარებლებს ბინა თეთრი კარკასის კონდიციაში ჩაბარდებათ. პროექტი საცხოვრებელ კორპუსთან ერთად რეკრეაციულ სივრცეს მოიცავს, რითიც გვინდა ჩვენს მაცხოვრებლებს მაქსიმალური კომფორტი და ჯანსაღი გარემო შევუქმნათ“, - აღნიშნავს კომპანია „ლივინ დეველოპმენტ ჯგუფის“ დამფუძნებელი, აკაკი ადამია.
„საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომელიც ხელს უწყობს დეველოპერული და სამშენებლო სექტორის კიდევ უფრო განვითარებასა და გაძლიერებას. ეს ერთი მხრივ ბიზნესს მოტივაციას აძლევს აკეთოს კიდევ უფრო მეტი პროექტი და წვლილი შეიტანოს აღნიშნული სექტორის განვითარებაში. მეორე მხრივ კი, ქვეყნაში შექმნას ახალი სამუშაო ადგილები, რაც დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკის მხრივ. რაც შეეხება „ლივინ დეველოპმენტ ჯგუფს“ წლებია წარმატებით ოპერირებს ბაზარზე. მათ წარმატებულ საქმიანობას კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ის ფაქტი, რომ კომპანია არ ჩერდება და მიმდინარე პროექტთან ერთად, ახორციელებს „მწვანე უბანი დადიანზე“, რომელიც 5 000 კვ.მ. ფართობზე დახურულ სარეკრეაციო ზონას, საბავშვო და სპორტულ მოედნებს მოიცავს“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის სექტორის უფროსი, ერეკლე ვაშაყმაძე.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა