საქართველოს ბანკთან პარტნიორობით „აგროჰაბმა“ ცენტრალიზებული საწარმო გახსნა
საქართველო, თბილისი - 10:53 | 13.04.2023 ნანახია: 1440საქართველოს ბანკი აქტიურ რეჟიმში აგრძელებს ბიზნესის მხარდაჭერას. ამ მიზნით, ბანკთან პარტნიორობით, ავჭალაში 3000 კვ.მ. ფართობზე განთავსებული „აგროჰაბის“ ცენტრალიზებული საწარმო გაიხსნა. პროექტის ჯამური ღირებულება 9 მილიონი ლარია. ბანკის ინვესტიცია კი 8.5 მილიონ ლარს შეადგენს. ფინანსური რესურსი სრულად მოხმარდა სამშენებლო, ინფრასტრუქტურულ და საწარმო დანადგარებს.
ნატურალური პროდუქტების ჰიპერმარკეტი „აგროჰაბი“ ცენტრალიზებული საწარმო პროცესით წარმოების მოცულობასა და პროდუქტების სახეობებს ზრდის, თუმცა ლოკალური წარმოებები ფილიალებშიც რჩება.
ამ დროისთვის ჰიპერმარკეტს ჯამში სამი ფილიალი - თბილისსა და ბათუმში აქვს. „აგროჰაბი“ასევე წარმოდგენილია კაფეებით, რომელიც თბილისის სხვადასხავა ლოკაციებზე მდებარეობს.
„საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ცენტრალიზებული წარმოება, 3000 კვ.მ.-ზე აშენებული ახალი ინფრასტრუქტურული პროექტით დავიწყეთ, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე მანქანა-დანადგარებით და ლაბორატორიებით. გარდა არსებული პროდუქტებისა, შესაძლებლობა მოგვეცა, მომხმარებელს დავარგებული ხორცის და თევზის კულინარიის სრულიად ახალი მიმართულებები შევთავაზოთ. ასევე მნიშვნელოვნად იზრდება კონსერვირების, საკონდიტრო და ნახევარფაბრიკატების ასორტიმენტი“, - განაცხადა „აგროჰაბის“ გენერალურმა დირექტორმა, ლაშა გოცირიძემ.
„ქართულ ბაზარზე „აგროჰაბის“ განმასხვავებელი ფაქტორი ბიზნეს კონცეფციაა, რომელიც ორგანული, ნატურალური, ჯანსაღი საკვები-პროდუქტის მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ ახალი საწარმოს გახსნას, რადგან მსგავსი პროექტები ხელს უწყობს ქვეყანაში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ეკონომიკის გაძლიერებას. აღნიშნული პროექტის განხორციელების შედეგად „აგროჰაბს“ 125 ახალი თანამშრომელი შეუერთდა. კომპანია ჯამში 1 500 ადამიანს ასაქმებს“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, სანდრო ძაგნიძემ.
კომპანია „აგროჰაბი“ წლის განმავლობაში კიდევ 2 ახალი ფილიალის გახსნას, ცენტრალიზებული წარმოების სრული დატვირთვით ამუშავებასა და მეურნეობის განვითარებას გეგმავს.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა