საქართველოს ბანკთან პარტნიორობით რუსთავში სამშენებლო მასალების ახალი საწარმო გაიხსნა
საქართველო, თბილისი - 12:12 | 12.04.2023 ნანახია: 1323საქართველოს ბანკი ბიზნესთან პარტნიორობის ფარგლებში სამშენებლო მიმართულების პროექტების ფინანსურ მხარდაჭერას აგრძელებს. ამჯერად, ბანკთან თანამშრომლობით სამშენებლო მასალების მწარმოებელმა კომპანია „პალატი 2022“-მა რუსთავში ახალი საწარმო გახსნა. პროექტის ჯამური ღირებულება 14 მლნ ლარია, ბანკის ინვესტიცია კი 10 მლნ ლარზე მეტს შეადგენს.
ახალი საწარმო 3 800 კვ.მ. ფართობზე განთავსდა. საწარმოში მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალები მზადდება.
„ჩვენი კომპანია 2022 წელს დაარსდა და საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ახალი საწარმოს გახსნა შევძელით. 2023 წლის იანვრიდან უკვე ექსპორტზეც გავედით. დღეის მდომარეობით ჩვენი სამშენებლო მასალები ამერიკაში, საუდის არაბეთში, ჩეხეთში, ესტონეთში, ჰოლანდიაში, გერმანიაში, პოლონეთსა და ლატვიაში იგზავნება. ამის შედეგად უკვე საკმაოდ ბევრი, ლოიალური მომხარებელი შევიძინეთ“, - აღნიშნავს კომპანიის დირექტორი, გიორგი ნატროშვილი.
„ჩვენთვის ორმაგად მნიშვნელოვანია მსგავსი პროექტების მხარდაჭერა. კომპანია „პალატი 2022“ საქართველოს ბანკთან პირველივე დღიდან თანამშრომლობს. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია არც ისე დიდი ხნის შექმნილია, მან უკვე შეძლო ექსპორტზე გასვლა, რაც მის წარმატებულ საქმიანობას უსვამს ხაზს. კომპანიაში 170-ზე მეტი ადამიანია უკვე დასაქმებული და სულ მალე მათი რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. კომპანია ქვეყანაში ახალ სამუშაო ადგილებს ქმნის, რაც ეკონომიკის გაძლიერებისკენაა მიმართული. „პალატი 2022“ გაჩერებას არ აპირებს და სამომავლოდ სამშენებლო მასალის წარმოების გაფართოებასაც გეგმავს“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსი, ნინო გერგედავა.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა