საქართველოს ბანკთან პარტნიორობით თბილისში Polo Ralph Lauren-ის პირველი მაღაზია გაიხსნა
საქართველო, თბილისი - 10:49 | 11.04.2023 ნანახია: 1310საქართველოს ბანკი ბიზნესის აქტიური მხარდამჭერია, რომელმაც კერძო სექტორთან პარტნიორობით არაერთი წარმატებული პროექტი განახორციელა. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით თბილისში, სავაჭრო ცენტრ “სითი მოლში” ტანსაცმლის პრემიუმ ბრენდის - Polo Ralph Lauren-ის პირველი მაღაზია გაიხსნა.
„ლიდერ სისტემი“ - ეს არის კომპანია, რომელიც საქართველოს ტერიოტორიაზე Polo Ralph Lauren-ისგან ბრენდის ექსლუზიური წარმომადგენლის უფლებას ფლობს. ის არის “პან ეუროიან ფეშენ ჯგუფის“ წევრი, რომელიც წლებია უკვე თბილისში სხვადასხვა ცნობილი ტანსაცმლის ბრენდებს წარმოადგენს. ესენია: თავისუფლების მოედანზე მდებარე ბრენდი Burberry, New Yorker-ის მაღაზიათა ქსელი და სხვა.
„უკვე 12 წელია რაც ქართულ ბაზარზე სხვადასხვა ცნობილი ბრენდების შემოყვანით ქართველ მომხმარებელს ვანებივრებთ. ამჯერად, საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით საბურთალოს „სითი მოლში“, ტანსაცმლის პრემიუმ ბრენდ - Polo Ralph Lauren-ის პირველი მაღაზია გავხსენით, რომელიც 165 კვ.მ. ფართობს იკავებს. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, წელს გლდანის „სითი მოლში“ New Yorker-ის კიდევ ერთ მაღაზიას გავხსნით, სადაც დამატებით კიდევ რამდენიმე ადამიანის დასაქმებას შევძლებთ“, - აღნიშნავს კომპანიის დირექტორი, ნინი ხულელიძე.
„კომპანია „ლიდერ სისტემი“ გახსნის დღიდან ჩვენი პარტნიორია. ის ყოველწლიურად იზრდება და მომხმარებლებს მუდმივ სიახლეებს სთავაზობს. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ფინანსური მხარდაჭერა გავუწიოთ ისეთ ბიზნესს, რომელიც არ ჩერდება და მუდმივად განვითარებაზე ფიქრობს. ახლახანს კომპანიამ ტანსაცმლის პრემიუმ ბრენდის მაღაზია გახსნა. წელს ასევე დაგეგმილია კიდევ ერთი მაღაზიის მოწყობა. ეს იმას ნიშნავს, რომ კომპანია ყოველწლიურად ახალ სამუშაო ადგილებს ქმნის, რაც დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების მხრივ“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსი, ნიკოლოზ მითაიშვილი.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა