წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 6 %-ითაა გაზრდილი

საქართველო, თბილისი - 11:31 | 10.03.2016
ნანახია: 1270

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2015 წელს 1351 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 6 პროცენტით აღემატება 2014 წლის წინასწარ შედეგებს და 23 პროცენტით ნაკლებია ამავე წლის დაზუსტებულ მონაცემებზე.

ამავე პერიოდში რეინვესტიციის ოდენობამ მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 22 პროცენტი შეადგინა.

წინასწარი მონაცემებით, 2015 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემომავალმა ნაკადებმა 2487 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, 2015 წლის წინასწარი მონაცემების მიხედვით, 63 პროცენტი შეადგინა. სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, პირველ ადგილზე აზერბაიჯანი იმყოფება 40 პროცენტით, მეორეზე - გაერთიანებული სამეფო 15 პროცენტით, ხოლო მესამეზე - ნიდერლანდები 8 პროცენტით.

სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2015 წელს 68 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში განხორციელდა და 594 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 44 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება მშენებლობა 191 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - დამამუშავებელი მრეწველობა 129 მლნ. აშშ დოლარით.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე