ფორმულა 1-ის პარტნიორ პრემიუმ ბრენდებს საქართველოში „თეგეტა მოტორსი“ წარმოადგენს
საქართველო, თბილისი - 19:17 | 05.04.2023 ნანახია: 1355წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენა, ფორმულა 1-ის ჩემპიონატი, მარტიდან მსოფლიო ყურადღების ცენტრშია. ავტორბოლის ყველაზე ძვირ და მაღალტექნოლოგიურ სახეობაში რბოლა ნოემბრამდე გაგრძელდება და გამარჯვებულიც ამ დროისთვის გამოვლინდება.
ჩემპიონატში, სადაც ასპარეზობენ როგორც ცალკეული პილოტები, ისე გუნდები, უმნიშვნელოვანესია სისწრაფე, ხარისხი და გამძლეობა. წარმატების მიღწევაში დიდი როლი აქვთ პარტნიორ პრემიუმ ბრენდებსაც. ფორმულა 1-ის ასპარეზობის 10 მონაწილე გუნდიდან 7 „თეგეტა მოტორსის“ პორტფელში არსებულ პრემიუმ ხარისხის ზეთებს იყენებს, ესენია: Red Bull Racing, Haas F1 Team და Aston Martin - Mobil 1, Ferrari - Shell, Mercedes და Alfa Romeo – Petronas, AlphaTauri - Exxon Mobil oil.
Mobil 1-ს, Shell-სა და Petronas-ს ძალიან დიდი ხნის ისტორია აქვთ და მსოფლიო ბაზარზე პირველები არიან. „თეგეტა მოტორსიც“ წლებია, ამ ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში.
Shell – უმსხვილესი ბრიტანული ენერგეტიკული კომპანია, რომელიც ლიდერის პოზიციას არ თმობს და საუკეთესო საცხებ-საპოხი მასალების მწარმოებლად უკვე მეთექვსმეტედ სახელდება. 2005 წლიდან ამ ბრენდის ექსკლუზიური დილერი კავკასიის რეგიონში „თეგეტა მოტორსია“.
Shell-ს ენდობიან სუპერქარები, შესაბამისად, მას შეიძლება, ენდოს ნებისმიერი მძღოლი. როგორც იცით, Scuderia Ferrari ყველაზე ტიტულიანი გუნდია ფორმულა 1-ის ისტორიაში და ერთადერთი ზეთი, რომელსაც ის იყენებს და რეკომენდაციას უწევს, სწორედ Shell Helix Ultra გახლავთ, რომელიც GTL ტექნოლოგიით არის დამზადებული. აღსანიშნავია, რომ Shell, ძრავის ზეთების გარდა, საწვავის მწარმოებელიცაა. მის საწვავს, Shell V-Power-ს, ისეთი ბრენდები მოიხმარენ, როგორებიცაა Ducati და Scuderia Ferrari.
Exxon Mobil oil და Mobil - MOBIL ნავთობისა და გაზის საერთაშორისო გიგანტის, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის, ExxonMobil-ის ბრენდია. „თეგეტა მოტორსი“ ამ ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი 2019 წელს გახდა.
კომპანია ავითარებს და იყენებს მომავლის ტექნოლოგიებს, რაც მის პორტფელში შემავალი პროდუქტების კონკურენტულ უპირატესობას ქმნის.
30 წელზე მეტია, Mobil 1 ფორმულა 1-ის საკულტო ბრენდია და ეს პარტნიორობა Red Bull-ის გუნდს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, გამოიყენოს ExxonMobil-ის მსოფლიო დონის გამოცდილება.
Petronas – ამ ბრენდის ზეთებს ფორმულა 1-ის ჩემპიონატზე „მერსედესისა“ და „ალფა რომეოს“ გუნდები იყენებენ. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ Petronas სეტანტაზე F1-ის ტრანსლაციის ოფიციალური წარმდგენია.
Petronas წამყვანი საერთაშორისო ბრენდია, რომელიც მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში საავტომობილო და სამრეწველო საპოხი მასალების ფართო სპექტრითაა წარმოდგენილი. „თეგეტა მოტორსი“ 2022 წლიდან მისი ოფიციალური წარმომადგენელია.
Petronas-ის მსუბუქი ავტომობილების პრემიუმ ხაზის ზეთები, Syntium, იცავს ძრავის ნაწილებს მაღალი ტემპერატურის გავლენისგან, ასევე უზრუნველყოფს მოწყობილობის ოპტიმალურ და უპრობლემო მუშაობას. Syntium ასეთი მაღალი ეფექტიანობით არა მხოლოდ სპორტულ ავტომობილებს, არამედ მსუბუქ ავტომობილებსაც უზრუნველყოფს.
ფორმულა 1-ის პილოტი, შვიდგზის ჩემპიონი, ლეგენდარული ლუის ჰამილტონი სწორედ Petronas Syntium-ის მომხმარებელია. ავტომრბოლელი თავის სარბოლო Mercedes-ის ძრავის ავტომობილში სწორედ Syntium-ის ზეთს იყენებს, რაც მის ისედაც ძლიერ ავტომობილს, დამატებით, გამარჯვებისთვის საჭირო შესაძლებლობებს სძენს.
აქვე აღსანიშნავია, რომ F1-ის ასპარეზობის წამყვანი გუნდები Brembo-ს ხუნდებს იყენებენ, რომელთა შეძენაც ასევე „თეგეტა მოტორსშია“ შესაძლებელი. კომპანია 2019 წლიდან Brembo-ს ოფიციალური დისტრიბუტორია.
1975 წლიდან დღემდე Brembo-ს ანგარიშზეა 60-ამდე მოგებული ჩემპიონატი. მის პიონერულ სამუხრუჭე სისტემებს იყენებდნენ მსოფლიოს უსწრაფესი და ყველაზე ცნობილი ერთადგილიანი სარბოლო მანქანები Ferrari-დან McLaren-Honda-ამდე. იმ მძღოლებმა, რომლებმაც Brembo-სთან ერთად ირბინეს, ჩამოაყალიბეს ფორმულა 1-ის ისტორია, მათ შორის არიან მაიკლ შუმახერი, აირტონ სენა და ნიკი ლაუდა.
--
თეგეტა მოტორსის შესახებ: „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-ამდე საცალო და 35 000-ამდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ 300-ამდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა