თარხან ბათირაშვილი მძიმედ არის დაჭრილი

საქართველო, თბილისი - 10:51 | 10.03.2016
ნანახია: 1696

ომარ ალ შიშანი, იგივე თარხან ბათირაშვილი ცოცხალია, თუმცა ის მძიმედ არის დაჭრილი. ინფორმაციას ”ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი ლიდერის შესახებ სირიაში მოქმედი ადამიანის უფლებათა დაცვის ბრიტანული სადამკვირვებლო მისია ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ 4 მარტს შეერთებულმა შტატებმა სირიის ტერიტორიაზე პანკისელი ომარ ალ შიშანის განადგურების მიზნით იერიშები განახორციელა, თუმცა თავად ბათირაშვილის ოჯახი, პანკისის ხეობაში, მისი ლიკვიდაციის შესახებ გავრცელებულ ხმებს უარყოფენ.

ავიადარტყმები სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით ქალაქ ელ-შადადის მიმდებარედ განხორციელდა. ელ-შადადი რაქისა და მოსულის დამაკავშირებელ გზაზე მდებარეობს. თებერვალში ქალაქი ”ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ქურთ მებრძოლებთან გაერთიანებულმა სირიის არაბული კოალიციის მეამბოხეებმა დაიკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ალ-შიშანი ამ რაიონში ადგილობრივი ისლამისტების დასახმარებლად იყო გაგზავნილი.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე