„პორშე ცენტრი თბილისი“ მომხმარებელს საგარანტიო პერიოდის 15 წლამდე ვადით გაგრძელებას სთავაზობს
საქართველო, თბილისი - 18:41 | 24.03.2023 ნანახია: 941პორშეს პრემიუმ ავტომობილების მფლობელებს „პორშე ცენტრი თბილისი“ საგარანტიო მომსახურების პერიოდის გაგრძელებას სთავაზობს. ავტომობილის პორშეს ცენტრში შეძენის შემთხვევაში მომხმარებელი სამწლიან გარანტიას ავტომატურად იღებს. ამ ვადის გასვლის შემდეგ კომპანია მსურველებს შესაძლებლობას აძლევს, საგარანტიო სერვისი შეიძინოს და პორშეს ოფიციალური საგარანტიო პირობებით დამატებით 12 წლის განმავლობაში ისარგებლოს.
აღსანიშნავია, რომ საგარანტიო პაკეტის ყიდვა პორშეს იმ მფლობელებსაც შეუძლიათ, რომლებსაც გერმანული წარმოების პრემიუმ ავტომობილი „პორშე ცენტრი თბილისში“ არ შეუძენიათ.
ირაკლი იმნაძე „პორშე ცენტრი თბილისის“ გაყიდვების შემდგომი მომსახურების მენეჯერი: „პორშე ცენტრი თბილისის“ მთავარი ღირებულება მომხმარებელზე ზრუნვა და მათთვის მაქსიმალურად კომფორტული მომსახურებების შეთავაზებაა. ჩვენთვის სასიხარულოა, რომ პორშეს მფლობელებს შეგვიძლია, შევთავაზოთ ბრენდის ოფიციალური საგარანტიო პირობებით სარგებლობა 15 წლის ვადით. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, საგარანტიო შემთხვევის დროს, მომხმარებელი „პორშე ცენტრი თბილისის“ მაღალკვალიფიციური მექანიკოსების მომსახურებით ისარგებლებს, რომლებიც მუდმივ გადამზადებას გადიან და ყველა მათგანი პორშეს მიერ არის სერტიფიცირებული. სერვისცენტრში, გერმანული ბრენდის სტანდარტების შესაბამისად, მხოლოდ პორშეს ორიგინალი ნაწილები გამოიყენება“.
გარანტიის მისაღებად სავალდებულოა წინასწარ 111-პუნქტიანი შემოწმების გავლა, რაც ავტომობილის მიმდინარე მდგომარეობის გადამოწმებას ნიშნავს. გარანტიით სარგებლობისათვის მნიშვნელოვანია, რომ ავტომობილის გარბენი 200 000 კილომეტრს არ აღემატებოდეს და მისი გამოშვებიდან 15 წელზე მეტი არ იყოს გასული. განსაზღვრულია გარანტიის შეძენის პირობებიც - მომხმარებელს ერთიანად მაქსიმუმ სამწლიანი გარანტიის ყიდვა შეუძლია, თუმცა პორშე ასევე გთავაზობთ ერთ- ან ორწლიან საგარანტიო პერიოდს.
„პორშე ცენტრი თბილისი“ 30 აპრილამდე სამწლიანი საგარანტიო მომსახურების შეძენის შემთხვევაში მომხმარებელს 20%-იან ფასდაკლებას სთავაზობს.
პორშეს საგარანტიო მომსახურებით სარგებლობა „პორშე ცენტრი თბილისის“ სერვისცენტრშია შესაძლებელი. სივრცე გერმანული სტანდარტების მიხედვით აშენდა და რეგიონში ბრენდის სერვისის ჰაბად მიიჩნევა. ცამეტ სხვადასხვა სივრცეში ავტომობილისთვის საჭირო ყველა ტექნიკური მომსახურებაა გაერთიანებული. მათ შორის, ელექტრობა, სავალი ნაწილებისა და ძრავის მიმართულება, ასევე სწრაფი მომსახურების სივრცეები.
--
„პორშე ცენტრი თბილისი“ „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. კომპანია მომხმარებელს პრემიუმ ბრენდის უახლეს ავტომობილებს, ასევე სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებს და აქსესუარებს სთავაზობს. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ვებგვერდზე კონფიგურატორის დახმარებით სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც „პორშე ცენტრი თბილისი“ უზრუნველყოფს.
პოლიტიკა
- საქართველოს დროშის წინაშე შემიძლია ფიცი დავდო, რომ თქვენთან ერთად ვიქნები ბოლომდე ამ ევროპულ გზაზე - სალომე ზურაბიშვილი
- არავინ აღიარებს არსებულ არჩევნებს, ყველა გვეუბნება, ბოლომდე ჩავატაროთ გამოძიება - სალომე ზურაბიშვილი
- პარლამენტი 76 ხმით ცნობს დეპუტატების უფლებამოსილებას, ოცნებას 89 მანდატი ერგება - პაპუაშვილი
- დღეს, 19:00 საათზე, ყველას რუსთაველის გამზირზე ველოდებით - ნიკა მელია
მსოფლიო
- ანტონიო გუტერეში რუსეთში BRICS-ის სამიტზე დასასწრებად ჩავიდა
- ლოიდ ოსტინი მოულოდნელი ვიზიტით კიევში ჩავიდა
- მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 3 ნოემბერს გაიმართება
- ტოკიოში დააკავეს კაცი, რომელმაც “მოლოტოვის კოქტეილები” ესროლა მმართველი პარტიის ოფისს და შემდეგ ავტომობილით პრემიერის რეზიდენციაში შეჭრა სცადა
კონფლიქტები
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
ბიზნესი
- ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტემები „თეგეტა მოტორსში“
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის Camry წარუდგინა
- VARTA - საიმედო, ენერგოეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა აკუმულატორები „თეგეტა მოტორსისგან“
- "ვოლვო ქარ საქართველოს" მექანიკოსი საერთაშორისო კონკურსის - Vista Competition 2024-ის გამარჯვებულია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს
- გურამ თუშიშვილმა მეოთხედფინალში ტედი რინერთან დამარცხების შემდეგ დისკვალიფიკაცია მიიღო და ასპარეზობიდან მოიხსნა