10 მარტს, თბილისში რძის პირველი ეროვნული კონგრესი გაიმართება

საქართველო, თბილისი - 17:15 | 09.03.2016
ნანახია: 1183

10 მარტს, თბილისში რძის პირველი ეროვნული კონგრესი გაიმართება, რომლის მთავარი თემაა - საქართველოს რძის სექტორის სურსათის უვნებლობისა და კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესება.

ღონისძიება ორგანიზებულია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ. ხელისუფლების წარმომადგენლების გარდა, კონგრესს დაესწრებიან სექტორის ექსპერტები, მასალებისა და დანადგარების მომწოდებლები, მწარმოებლები და ფერმერები. ღონისძიების მიზანია, საქართველოს რძის სექტორში ინვესტიციების ხელშეწყობა, სურსათის უვნებლობის უახლესი სტანდარტების განხილვა და თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ ცოდნის გავრცელება.

საქართველოს აქვს მიმზიდველი საინვესტიციო გარემო, რძის წარმოებისთვის იდეალური აგრო-კლიმატური პირობები და რძის პროდუქტებზე მაღალი მოთხოვნა, რაც რძის სექტორს მიმზიდველს ხდის ინვესტირებისთვის.

კონგრესზე განსაკუთრებული ყურადღება იქნება გამახვილებული იმ სირთულეებზე, რომლებიც საქართველოში რძის მწარმოებელ ფერმერებს ხვდებათ. ეს სირთულეებია: თანამედროვე ფერმების, გადამამუშავებელი კომპანიების, ტექნიკური შესაძლებლობების ნაკლებობა და მათი მოდერნიზაციის საშუალების არქონა. საუბარი ასევე შეეხება თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მეურნეობის მართვის პრაქტიკას - ცხოველთა კვებითა და მათთვის საჭირო გარემოპირობების შექმნით დაწყებული, რძის ჰიგიენით დასრულებული - რაც რძის ბიზნესში ჩართულმა ფერმერებმა უნდა გაითვალისწინონ, იმისათვის რომ შეძლონ რძის პროდუქტიულობის გაზრდა და ხარისხის გაუმჯობესება.

რძის ეროვნული კონგრესი ერთ-ერთი ინიციატივაა, რომელიც ხორციელდება FAO/EBRD-ის პროექტის სურსათის უვნებლობის გაუმჯობესება საქართველოს რძის სექტორში, ცოდნის გადაცემის გზით (მეორე ფაზა) ფარგლებში. პროექტის ცენტრალური კომპონენტია ტრენინგი და ცოდნის გადაცემა რძის სექტორში ქართველი ფერმერებისთვის.

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე