„ავტო გალერიმ“ 2022 წელს 215 ელექტრომობილი გაყიდა
საქართველო, თბილისი - 16:42 | 28.02.2023 ნანახია: 1246„თეგეტა ჰოლდინგის“ მულტიბრენდულმა შვილობილმა კომპანიამ „ავტო გალერიმ“ მთავარ მიმართულებად ეკომეგობრული ტრანსპორტის რეალიზაცია განსაზღვრა და 2022 წელი, ამ მხრივ, შთამბეჭდავი შედეგით დაასრულა. კომპანიის მიერ გასულ წელს რეალიზებული 350 ერთეული ავტომობილიდან 65% სწორედ ელექტრომობილებზე მოდის.
2021 წელს „ავტო გალერის“ მიერ გაყიდული ელექტრომობილების რაოდენობა 29 ერთეული იყო, 2022 წლისთვის კი ეს მაჩვენებელი 215-ამდე გაიზარდა. კომპანია ქართულ ბაზარზე ელექტრომობილების გაყიდვების უპირობო ლიდერია
კობა ბაზაძე, „ავტო გალერის“ დირექტორი: „ჩვენ ვცდილობთ, ვუპასუხოთ მსოფლიოს თანამედროვე გამოწვევებს, ასევე მზარდ ტრენდს საქართველოში და ძირითად მიმართულებად ელექტრომობილების გაყიდვა ვაქციეთ. ამ მიმართულებით 2022 წელს გარღვევა უკვე მოვახდინეთ და ქართული ბაზრის ლიდერები გავხდით - საქართველოში გაყიდული ელექტრომობილების ნახევარზე მეტი სწორედ „ავტო გალერიზე“ მოდის.
წინა წლებში „ავტო გალერი“ ძირითადად მეორად ავტომობილებს ყიდდა, რომლებიც ამერიკიდან ჩამოგვყავდა. ჩვენი საქმიანობა მაღალბიუჯეტიანი, ექსკლუზიური და დეფიციტური მოდელების რეალიზაცია იყო. ასეთ შეკვეთებზე ახლაც ვმუშაობთ, თუმცა გასულ წელს მეორადი ავტომობილების ჩამოყვანა შევამცირეთ. მათი გაყიდვით ახლა „თეგეტა ეფრუვდია“ დაკავებული“.
„ავტო გალერის“ გაყიდვების ლიდერია Volkswagen ID4, გამორჩეული დიზაინის ეკონომიური მოდელი, რომელსაც სრული დამუხტვით, საშუალოდ, 450 კილომეტრის დაფარვა შეუძლია. 2022 წელს გაყიდულ მოდელებს შორისაა Tesla, Polestar, Mitsubishi-ს და Chevrolet-ს ელექტრომობილებიც.
კობა ბაზაძე, „ავტო გალერის“ დირექტორი: „ჩვენი მომხმარებლები ხშირად გვეკითხებიან: „ბათუმამდე ჩამიყვანს?“ საქართველოში ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მანძილია და მათი მთავარი მოთხოვნაა, გზაში გაჩერება არ დასჭირდეთ. სწორედ ამიტომ ყველაზე მოთხოვნადი გახდა Volkswagen ID4, მოდელი, რომელიც 100%-იანი დამუხტვით უწყვეტად ფარავს ამ მანძილს.
დღეს „ავტო გალერის“ მთავარი გამოწვევაც სწორედ ესაა - დასამუხტი სადგურები, რომლებიც არც ისე ბევრია ქვეყანაში. სწორედ ამიტომ „თეგეტას“ ფილიალებში გავაკეთეთ Volkswagen ID4-სა და მსგავს მოდელებზე მორგებული დასამუხტი სადგურები. სამომავლოდ გვინდა საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობით ქვეყნის სხვადასხვა წერტილში ახალი სადგურები დავამონტაჟოთ, რაც თავისთავად დამატებით ინვესტიციებს საჭიროებს“.
2022 წლის პირველ ნახევარში, ისევე, როგორც ყველა სხვა კომპანიისთვის, „ავტო გალერისთვისაც“ კვლავ იდგა წარმოებისა და მიკროჩიპების პრობლემა. დეფიციტმა გაყიდვები, რა თქმა უნდა, შეაფერხა და წლის საბოლოო მაჩვენებლის დიდი წილი სწორედ ბოლო თვეებზე მოდის. როგორც კომპანიაში აცხადებენ, 2023 წლისთვის დეფიციტი სრულად აღმოიფხვრება და იმ რაოდენობას მიიღებენ, რამდენზეც მოთხოვნა იქნება.
კობა ბაზაძე, „ავტო გალერის“ დირექტორი: „წელს მიწოდების პრობლემა არ გვექნება. მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება, რაც შესაბამისად აისახება გაყიდვების გაზრდაში. 2023-ში გასული წლის შედეგის გაორმაგება გვაქვს დაგეგმილი.
ასევე 2023 წელს იგეგმება „ავტო გალერის“ ფილიალის გახსნა ბათუმში. ბათუმის სწორი რელიეფიდან გამომდინარე, ელექტრომობილი აქ ძალიან კარგად და დიდხანს მუშაობს, ამიტომ ის ბათუმისთვის ძალიან კომფორტულია და მოთხოვნაც იზრდება. ჩვენ კი ვითვალისწინებთ და ვპასუხობთ გაზრდილ მოთხოვნას. გარდა ამისა, ყოველ გავლილ 10 000 კილომეტრზე ელექტრომობილი გარკვეულ სერვისებს საჭიროებს, რომელთა მიღებაც რეგიონის მოსახლეობას უკვე ბათუმშიც შეეძლება“.
ეკომიმართულების გაძლიერება და გაფართოება, ახალი, ექსკლუზიური მოდელების ჩამოყვანა და თანამედროვე მსოფლიო მოთხოვნების კვალდაკვალ წარმატებული სვლა - ეს ყველაფერი „ავტო გალერის“ 2023 წლის გეგმაშია. ის თავისუფლება კი, რომელიც მულტიბრენდულ კომპანიას შეუზღუდავ არეალს აძლევს, ამ გეგმის აღსრულების მთავარი გარანტია.
--
„ავტო გალერის“ შესახებ: „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „ავტო გალერი“ ქართულ ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს. მულტიბრენდულ შოურუმში წარმოდგენილია როგორც ახალი, ისე მეორადი ელექტრომობილების ფართო არჩევანი. ეკომეგობრული ავტომობილების გარდა, კომპანიას შემოჰყავს დეფიციტური და ექსკლუზიური ავტომობილებიც. 2020 წლიდან „ავტო გალერი“ NIU-ს ელექტრომოპედებისა და Polaris-ის ოფიციალური პარტნიორი და შემომყვანია ქართულ ბაზარზე. ბრენდის ერთ-ერთი მთავარი ფასეულობა ეკოლოგიაზე ზრუნვაა.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა