სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 40 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

საქართველო, თბილისი - 16:10 | 09.03.2016
ნანახია: 1276

9 მარტს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე გაიყიდა 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 80 050 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 13,240 პროცენტით, მაქსიმალური 13,420 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 13,355 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონურმა განაკვეთმა 13,375 პროცენტი შეადგინა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე