უკვე მეთექვსმეტედ - საცხებ-საპოხი მასალების კომპანია Shell მსოფლიო გამარჯვებას აღნიშნავს
საქართველო, თბილისი - 18:07 | 21.02.2023 ნანახია: 1220უმსხვილესი ბრიტანული ენერგეტიკული კომპანია Shell ლიდერის პოზიციას არ თმობს და საუკეთესო საცხებ-საპოხი მასალების მწარმოებლად უკვე მეთექვსმეტედ სახელდება.
ანგარიშს ყოველწლიურად აქვეყნებს საკონსულტაციო კომპანია Kline & Company, Inc, რომელსაც ქიმიკატების, ენერგორესურსებისა და ფართო მოხმარების საქონლის კვლევების მიმართულებით 64-წლიანი გამოცდილება აქვს. ავტორიტეტული კომპანიის კვლევის მიხედვით, Shell პირველ ადგილს ინარჩუნებს საცხებ-საპოხი მასალების სამივე კატეგორიაში. ესენია: ინდუსტრიული სექტორისთვის, სამომხმარებლო და კომერციული ტრანსპორტისთვის.
მსოფლიოში საუკეთესო ხარისხის საცხებ-საპოხი მასალების ექსკლუზიური დილერი საქართველოში, „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია Transcaucasian Distribution Company უკვე 13 წელია, Shell-ის პროდუქციით, ქართულ ბაზართან ერთად, სომხეთსა და აზერბაიჯანსაც ამარაგებს.
გიორგი ყვავილაშვილი, Transcaucasian Distribution Company-ს დირექტორი: „დიდი ხანია Shell პირველობას არავის უთმობს, მაღალ ხარისხსაც ინარჩუნებს და მომხმარებელს საუკეთესო პროდუქციასაც სთავაზობს. წინა წელს ამიერკავკასიის მასშტაბით Shell-ის ბრენდის პროდუქციის რეალიზაციის კუთხით ისტორიულ რეკორდს მივაღწიეთ და სამ მილიონ ლიტრს გადავაჭარბეთ“.
Shell-ის შემოსავლები გასულ წელს მსოფლიო მასშტაბით შთამბეჭდავი იყო. საერთო ჯამში, კომპანიამ 40 მილიარდი დოლარის მოგება მიიღო.
ბრიტანული კომპანია პრემიუმ ხარისხის საცხებ-საპოხ მასალებს აწარმოებს როგორც ინდუსტრიული სექტორისთვის, ისე სამომხმარებლო და კომერციული ტრანსპორტისთვის. Shell იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც 2019 წელს E-fluids-ების (ელექტრომობილებისთვის განკუთვნილი სითხეები) პორტფოლიო გამოუშვა. ასევე პირველმა დაიწყო უნიკალური Gas To Liquids (GTL) ტექნოლოგიის გამოყენება საწვავისა და საბაზისო ზეთის წარმოებაში. GTL ტექნოლოგიით ზეთების წარმოების პროცესს Shell PurePlus Technology დაერქვა.
გიორგი ყვავილაშვილი, Transcaucasian Distribution Company-ს დირექტორი: „ამ ტექნოლოგიით დამზადებული პროდუქცია იცავს და ხელს უწყობს ძრავის სისუფთავეს, უძლებს ექსტრემალურ ტემპერატურულ პირობებს. გარდა ამისა, ხელს უწყობს საწვავის ეკონომიურ მოხმარებას. GTL ტექნოლოგიის გამოყენებით Shell ბუნებრივ აირს უმაღლესი ხარისხის თხევად საბაზისო ზეთად გარდაქმნის, მაშინ როცა სხვა მწარმოებლები საბაზისო ზეთს ნედლი ნავთობისგან ამზადებენ“.
გასულ წელს Shell-ის აქციების ღირებულება საფონდო ბირჟაზე 24%-ით გაიზარდა და ამჟამად მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 200 მილიარდ დოლარს აჭარბებს, რაც მას ევროპის ერთ-ერთ უმსხვილეს ენერგეტიკულ კომპანიად აქცევს.
Shell გლობალური ავტოინდუსტრიის ლიდერი მწარმოებლების ტექნიკური პარტნიორია და თანამშრომლობს ისეთ კომპანიებთან, როგორებიცაა: BMW Motorsport, Scuderia Ferrari, Maserati, Ducati, Nissan, Hyundai Motorsport.
ანა იობიძე, Transcaucasian Distribution Company-ს მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი: „Shell-ს ენდობიან სუპერქარები, შესაბამისად, მას შეიძლება, ენდოს ნებისმიერი მძღოლი. როგორც იცით, Scuderia Ferrari ყველაზე ტიტულიანი გუნდია ფორმულა 1-ის ისტორიაში და ერთადერთი ზეთი, რომელსაც იყენებს და რეკომენდაციას უწევს, არის სწორედ Shell Helix Ultra, დამზადებული GTL ტექნოლოგიით. აღსანიშნავია, რომ Shell, ძრავის ზეთების გარდა, საწვავის მწარმოებელიც არის. მის საწვავს, Shell V-Power-ს, მოიხმარენ ისეთი ბრენდები, როგორებიცაა Ducati და Scuderia Ferrari“.
ბრიტანული მწარმოებელი, რომლის საქმიანობაც საუკუნეზე მეტს ითვლის, ერთ-ერთი პირველი ენერგეტიკული კომპანიაა, რომლისთვისაც გარემოზე ზრუნვა პრიორიტეტულია. კომპანიის მიზანია, 2050 წლისთვის წარმოადგენდეს ისეთ ენერგობიზნესს, რომელსაც ნახშირბადის ნულოვანი ემისია ექნება. გარდა ამისა, კომპანია ქმნის ეკომეგობრულ, ბიოდეგრადირებად შეფუთვებს და ქარხნებში განახლებად რესურსებს იყენებს.
ბრენდის რეპუტაციიდან და ხარისხიდან გამომდინარე, Shell-ის პროდუქციაზე დიდი მოთხოვნაა. TDC-ის დირექტორის თქმით, 2022 წელს Shell-ის ზეთები რეკორდული რაოდენობით გაიყიდა როგორც საქართველოში, ისე სომხეთსა და აზერბაიჯანში. უკვე დაგეგმილია გავრცელების ქსელის გაფართოებაც და სამომავლოდ TDC ბრიტანული ბრენდის პროდუქციის წარდგენას ცენტრალური აზიის ქვეყნებშიც აპირებს.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა