რუსი ჟურნალისტები საქართველოს შესახებ სიუჟეტებს ამზადებენ

საქართველო, თბილისი - 15:20 | 09.03.2016
ნანახია: 1404

საქართველოს ტურისტული მიმართულებების შესახებ რუსი ჟურნალისტები გადაცემას ამზადებენ. ეკონომიკისა და მდგრადიგანვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, რუსეთიდან საქართველოს ტელეკომპანია „მამას" 7კაციანი გადამღები ჯგუფი ეწვია.

საოჯახო გადაცემის ჟურნალისტები 20 წუთიან სამ სიუჟეტს ამზადებენ: თბილისის, საქართველოსსამთო-სათხილამურო კურორტებისა და ქართული არქიტექტურის შესახებ. პრესტურის ფარგლებში ტურის მონაწილეები ეწვივნენყაზბეგს, ანანურს, ბორჯომს, წაღვერს, ვარძიას, ბაკურიანს, თბილისისა და მცხეთის ისტორიულ უბნებს. ტელეკომპანია მამას რუსეთსა დადესეთს სივრცეში 10 მილიონზე მეტი მაყურებელი ჰყავს.

რუსეთის ფედერაციიდან 2016 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს 87 388საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18.8%-ით მეტია.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე