„თეგეტა“ ქვეყნის უმსხვილესი კომპანიების სამეულშია - ჰოლდინგი „მწვანე ბონდების“ ემისიას გეგმავს
საქართველო, თბილისი - 19:29 | 15.02.2023 ნანახია: 11672022 წელი „თეგეტამ“ 20%-იანი ზრდით დაასრულა და მისმა შემოსავალმა მილიარდს გადააჭარბა. ამ მონაცემებით ჰოლდინგი ქვეყანაში უმსხვილესი კომპანიების სამეულშია. ამის შესახებ „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ვახტანგ კაჭარავამ წლის შემაჯამებელ ინტერვიუში ისაუბრა.
საავტომობილო ინდუსტრიის ლიდერმა „თეგეტა ჰოლდინგმა“ გასული წლის დეკემბერში კაპიტალის ბაზარზე უპრეცედენტო მასშტაბის ლარის ემისია განახორციელა. ემიტირებულია 150 მილიონი ლარის ღირებულების ობლიგაციები. 2023 წლის გეგმებში კი ე.წ „მწვანე ბონდების“ ემისიაა.
ვახტანგ კაჭარავა, „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორი: „გასული წელი გამორჩეული იყო იმითაც, რომ „თეგეტა ჰოლდინგმა“ საქართველოს ისტორიაში ლარში დენომინირებული კორპორაციული ობლიგაციების ყველაზე დიდი ემისია განახორციელა. კაპიტალის ბაზრის მონაწილეებს - სადაზღვევო კომპანიებსა და საბანკო სექტორს ჩვენ 150 000 000 ლარის ღირებულების ბონდები შევთავაზეთ. არც რეგიონში და არც აღმოსავლეთ ევროპაში ავტოინდუსტრიის მიმართულებით მსგავსი მასშტაბის ემისია ეროვნულ ვალუტაში აქამდე არ განხორციელებულა. „თეგეტა ჰოლდინგის“ ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზება და დიდი ინტერესი კომპანიის მიმართ მაღალ სანდოობასა და რეპუტაციაზე მიუთითებს. მომავალი წლის პირველ კვარტალში კი, აზიის განვითარების ბანკთან ერთად, ე.წ. „მწვანე ბონდების“ ემისიასაც ვაპირებთ“.
„თეგეტა“ ისწრაფვის, გახდეს კიდევ ერთი ქართული კომპანია, რომელიც წარმოდგენილია საერთაშორისო ლისტინგში, რაც, თავის მხრივ, მსოფლიო აღიარებასთან ერთად, გაზრდილი შესაძლებლობების, მნიშვნელოვანი პროექტებისთვის ფინანსების მოზიდვისა და მხარდაჭერის გარანტია იქნება.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა