საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კომპანია „გამამ“ საერთაშორისო სტანდარტების ბიზნეს ცენტრი გახსნა
საქართველო, თბილისი - 13:29 | 14.02.2023 ნანახია: 929საქართველოს ბანკი ბიზნესისა და სამშენებლო სექტორის ხელშეწყობას აქტიურად განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკთან პარტნიორობით სამშენებლო და უძრავი ქონების კომპანია „გამა“, ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე ახალ ბიზნეს ცენტრს გახსნის, რომელიც 12 000 კვ.მ ფართობზე იქნება განთავსებული.
პროექტის ჯამური ღირებულება 20 მილიონი დოლარია. ბანკის ინვესტიცია კი 2.5 მილიონ დოლარს შეადგენს.
„მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ძალიან კარგი პროექტი განვახორციელეთ, რომელიც მიზნად ისახავდა მზიურის ბიზნეს ცენტრის აშენებას. ეს არის მაღალი კლასის საოფისე ფართები, რომელიც მზიურთან ახლოს, წყნარ და გამწვანებულ გარემოში იქნება მოქცეული. საოფისე ფართი ასევე მოიცავს სატრენაჟორო დარბაზს, კვების ზონას, საპარკინგე ადგილსა და გამწვანებულ ეზოს, რომელიც 3000 კვ.მ. ფართობზე განთავსდება. ვფიქრობთ, ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია და მომხმარებელს დამატებით კომფორტს შეუქმნის საოფისე ფართის ქირაობის შემთხვევაში. A კლასის ბიზნეს ცენტრი თბილისში, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის N2-ში მდებარეობს. საოფისე სივრცეები სრულად დააკმაყოფილებს A კლასის ბიზნეს ცენტრის საერთაშორისო სტანდარტებსა და მოთხოვნებს“, - განაცხადა მზიურის ბიზნეს ცენტრის წარმომადგენელმა, ზურაბ ცაგარეიშვილმა.
„საქართველოს ბანკის უცვლელ პრიორიტეტს ბიზნესის მხარდაჭერა წარმოადგენს. სწორედ ამ მიმართულებით ბანკს არაერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტი აქვს განხორცილებული პარტნიორებთან ერთად. მოხარული ვართ, რომ ჩვენი ჩართულობით ამჯერად ქალაქის ცენტრს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შენობა შეემატება, რომელიც მაღალი კლასის საოფისე ფართებს მოიცავს. ბიზნეს ცენტრში 1 200 ადამიანი შეძლებს კომფორტულ პირობებში მუშაობას. მისასალმებელია, რომ პროექტის განხორციელება დამატებით, ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის. ამ ეტაპზე კი, კომპანიას 70-ზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ირაკლი კიკალიშვილმა.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა