წითელი კაბების ომი პარიზის მოდის კვირეულზე

საქართველო, თბილისი - 13:14 | 09.03.2016
ნანახია: 3677

პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში ირინა შეიკი, ევა ლონგორია, კარლი კლოსი და ლარა სთოუნი წითელი ფერის კაბებში გამოცხადნენ. ეს ლამაზმანები L’OREAL-ის სარეკლამო სახეები არიან და სწორედ პოპულარული ბრენდის საპატიო სტუმრების ამპლუაში გამოჩდნენ კვირეულზე.

ირინას შეიკი, რომელსაც თან ახლდა ბრედლი კუპერი, მინიატურულ წითელ კაბაში გამოჩნდა ფოტოგრაფებთან. ევა ლონგორიამ შედარებით მოკრძალებული, თუმცა ტანზე მომდგარი წითელი კაბა არჩია კვირეულისთვის.

კარლი კლოსის კაბის სექსუალურობა არა სიგრძეში, არამედ მის ზედა ნაწილში იმალებოდა. ნახევრადშიშველი მკერდით ის კიდევ უფრო მიმზიდველი იყო. ლარა სთოუნი კი, ლაკის წითელ კომბინიზონში მივიდა ჩვენებაზე.

ზოგადად მოდის კვირეულის ჩვენების მთავარი ფერი სწორედ წითელი იყო და ყველა სტუმარი ამ ფერის სამოსში ბრწყინავდა. საპატიო სტუმრებს შორის კი ასევე იყვნენ ავტომრბოლელი ლუის ჰამილტონი და მუსიკოსი კრის ბრაუნი.

ინფორმაციას fortuna.ge ავრცელებს 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე