Experto Consulting-ი RENSON INTERNATIONAL-ს ამიერკავკასიის ბაზარზე შემოსვლასა და პარტნიორების/დისტრიბუტორების მოძიებაში ეხმარება

საქართველო, თბილისი - 11:35 | 09.03.2016
ნანახია: 1368


    ფრანგულ-ქართული საკონსულტაციო კომპანია Experto Consulting-ი ფრანგულ კომპანია RENSON INTERNATIONAL-ს ამიერკავკასიის ბაზარზე შემოსვლასა და  საუკეთესო პარტნიორების/დისტრიბუტორების მოძიებაში ეხმარება.
Experto Consulting-ში აცხადებენ, რომ კომპანია RENSON INTERNATIONAL-ი მომხმარებელს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის  ფართო  პროდუქციას, როგორიცაა: ნავთობსატუმბი დანადგარები, ნავთობის და გაზის ავზები, ჩასხმაგადმოსხმის მოწყობილობები, მაღალი წნევის (ცხელი და ცივი წყლის) სარეცხი პორტაბელური დანადგარები, წყლის ტუმბოები და აშ. კომპანია RENSON INTERNATIONAL აქვს ინდუსტრიის ლიდერის 90-წლიანი გამოცდილება და წარმოდგენილია 40-ზე მეტ ქვეყანაში.
RENSON-ის წარმომადგენელი პოტენციურ პარტნიორებთან/დისტრიბუტორებთან შეხვედრებს 10-11 მარტს აზერბაიჯანში, 14-15 მარტს საქართველოში, ხოლო 16-17 მარტს სომხეთში გამართავს.  
შეგახსენებთ, რომ Experto Consulting-ი  2011 წლის აპრილში დაფუძნდა. კომპანია ბაზარზე შესვლის მომსახურებას საქართველოს და აზერბაიჯანის ბაზრებით დაინტერესებულ უცხოურ კომპანიებს თბილისიდან უწევს.  
ლოკალური     წარმომადგენლობა     და     ადგილობრივი     ბიზნეს     ქსელების სიღრმისეული ცოდნა გვაძლევს საფუძვლიან საშუალებას კლიენტებისთვის ხსენებულ ბაზრებზე ხელმისაწვდომობა გავხადოთ სწრაფი და ეფექტიანი.   ჩვენი მომსახურება მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება: დისტრიბუტორებისა და პარტნიორების შერჩევას, ადგილობრივი ბაზრის კვლევას, პროექტების მხარდაჭერას, თანამშრომლების შერჩევას, სატენდერო მხარდაჭერას და სხვა.  
Experto ასევე სპეციალიზებულია საქართველოში არსებული საცალო მაღაზიების შემოწმებაში და კლიენტთა პორტფელში გააჩნია რამდენიმე ძირითადი FMCG (სწრაფად მოძრავი სამომხმარებლო საქონელი) და საცალო მაღაზიების ქსელი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე