ომის დაწყებიდან უკრაინის წინააღმდეგ იმდენად უღირსი განცხადებები და ვერბალური თავდასხმები იყო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მეგობარ ქვეყანასთან გზა მოიჭრა - ანა ბუჩუკური

საქართველო, თბილისი - 12:04 | 26.01.2023
ნანახია: 214

ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, რომ ამ საკითხებზე საჯარო კომუნიკაციაა ორ სახელმწიფოს შორის. ეს არ არის მორიგი პოლიტიკური საკითხი და მედიისთვის საინტერესო ინტრიგა. იარაღის საკითხი პირდაპირ ეხება თავდაცვისუნარიანობას და უსაფრთხოებას, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა უკრაინის საგარეო უწყების განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ მეგობარ ქვეყანასთან გზა მოიჭრა.

„კატეგორიულად მიუღებელია, რომ ორივე მხარის მიერ ხდება განცხადებების გაკეთება, თან ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები. ეს განცხადებები არ მომწონს, რადგან საქართველოს მოქალაქე ვარ და ჩემთვის პრიორიტეტული არის და იქნება ეს ქვეყანა, ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან უნდა ამოვიდეთ, თუმცა მედალს ორი მხარე აქვს – სამწუხაროდ, უკრაინაში ომის დაწყებიდან უკრაინის წინააღმდეგ იმდენად უღირსი განცხადებები და ვერბალური თავდასხმები იყო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მეგობარ ქვეყანასთან გზა მოიჭრა, რომ საკითხები სატელეფონო საუბრით მაინც გადაწყდეს“, – განაცხადა ბუჩუკური.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ევჰენ პერებიინისისა და უკრაინაში საქართველოს ელჩის, გიორგი ზაქარაშვილის შეხვედრის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია, რომელშიც მინისტრის მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ საქართველო გადახედავს თავის პოზიციას და შეუერთდება იმ პარტნიორთა წრეს, რომლებიც უკრაინას აწვდიან იარაღსა და სამხედრო აღჭურვილობას, ასევე, იმედოვნებს, რომ თბილისი შეუერთდება ევროკავშირის მიერ აგრესორი სახელმწიფოს წინააღმდეგ დაწესებულ ყველა სანქციას.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე