ვიღაცა გაურკვეველი ტიპები რაღაცა სანქციებით მემუქრებიან, შეაშინეთ ბებიათქვენი - ნინო ნადირაძე

საქართველო, თბილისი - 11:33 | 26.01.2023
ნანახია: 263

ვიღაცა გაურკვეველი ტიპები რაღაცა სანქციებით მემუქრებიან, ჩამონათვალიც გამომიგზავნეს, - ამის შესახებ ვივამედის გენერალური დირექტორი, ნინო ნადირაძე Facebook-ზე წერს.

"ვიღაცა გაურკვეველი ტიპები რაღაცა სანქციებით მემუქრებიან, ჩამონათვალიც გამომიგზავნეს. ღმერთო, რა კუჭზე და დროსტარებაზე ორიენტირებული ხალხია, მემუქრებიან, ვერ იმოგზაურებ, ფული არ გექნება, საჭმელს ვერ შეჭამ საშვილიშვილოდო. ეგ თქვენ გადარდებთ, ცაკალელებო, მაგ ჩამონათვალში რომ ყოფილიყო სამშობლოზე, სარწმუნოებაზე და ენაზე უარის თქმა, მაშინ ნამდვილად ვიდარდებდი. რა ცუდად მიცნობთ, შეაშინეთ ბებიათქვენი", - წერს ნინო ნადირაძე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე