კახა კალაძე: თავისუფალი ქალი არის ჯანსაღი საზოგადოების დედა!

საქართველო, თბილისი - 13:32 | 08.03.2016
ნანახია: 2282

ენერგეტიკის მინისტრი, კახა კალაძე ქალბატონებს 8 მარტს ულოცავს და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„ყოველი საზოგადოების სახეა ქალების მდგომარეობა და ქალებისადმი დამოკიდებულება.

ჩვენ დღეს ვჩუქნით საჩუქრებს, ყვავილებს, ვუძღვნთ ლამაზ სიტყვებს და ვუსურვებთ საუკეთესოს.

დღეს, 8 მარტს არის ის ყოველწლიური შეხსენება, რომ ქალების უფლებები, ქალების პრობლემები და მათი საზოგადოებრივი აქტიურობა არის ჩვენი – მამაკაცების ხელში, ჩვენ ვართ ვალდებულები მივცეთ მათ ასპარეზი, დავუდგეთ მხარში და ვაგრძნობინოთ თავისუფლება. მხოლოდ თავდაჯერებული, სიყვარულში მყოფი ქალი არის შემოქმედი ბედნიერი მომავლის. მხოლოდ თავისუფალი ქალი არის ჯანსაღი საზოგადოების დედა! გვახსოვდეს, რომ მხოლოდ ბედნიერი ქალის გვერდით გრძნობს მამაკაცი თავს სრულყოფილად. გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს!“,  –  წერს კახა კალაძე.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე