არ გვჯერა სააკაშვილთან მიმართებაში არც მელიას, არც ხაბეიშვილის განცხადებების. ეს არის ფარისევლობა და პოპულიზმი - თალაკვაძე

საქართველო, თბილისი - 21:18 | 25.01.2023
ნანახია: 172

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომსააკაშვილთან მიმართებაში ნიკა მელიასა და ლევან ხაბეიშვილის განცხადებები არის ფარისევლობა და პოპულიზმი, რადგან მათ შიდაპარტიულ არჩევნებში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების მიმხრობა სჭირდებათ.

მისი თქმით, სახელმწიფოზე თავდასხმა და სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ვიღაცის ძალით გამოხსნა არის შუა საუკუნეების განცხადება.

„ნამდვილად არ გვჯერა სააკაშვილთან მიმართებაში არც მელიას, არც ხაბეიშვილის განცხადებების. ეს არის, უბრალოდ, ფარისევლობა, პოპულიზმი, რაც მათ შიდა არჩევნებში სჭირდებათ, რომ მოიმხრონ ის მხარდამჭერები, რომლებიც ჯერ კიდევ უჭერენ მხარს მიხეილ სააკაშვილს. ამიტომ ეს განცხადებაც, ერთი მხრივ, იყო პოლიტიკური პოპულიზმი, მეორე მხრივ, ანარქისტული განცხადება, რადგან თავდასხმა სახელმწიფოზე და ვიღაცის ძალით გამოხსნა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან – ეს არის შუა საუკუნეების განცხადება და კანონის უზენაესობასთან და დემოკრატიასთან არაფერი აქვს საერთო. შესაბამისად, სერიოზულად ამ განცხადებას არც განვიხილავ“, – განაცხადა თალაკვაძემ.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ თუ საჭირო გახდება, სააკაშვილს ფიზიკურადაც გამოიხსნიან.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე