ხაბეიშვილი ფრთხილად იყოს, უკან არდახევის დროს რამეზე არ წამოეხეს და წამოეგოს - ბექა დავითულიანი

საქართველო, თბილისი - 14:53 | 25.01.2023
ნანახია: 363

ხაბეიშვილი ფრთხილად იყოს, უკან არდახევის დროს რამეზე არ წამოეხეს და წამოეგოს, რა ვუთხრა მეტი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ის ყველა მეთოდი და ტექნოლოგია, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ახლა ერთმანეთს დამართეს.

„ეს პარტია მივიდა იქამდე, სადაც ყოველთვის იყო. მათი ხელწერა და სტილია ერთმანეთის მიმართ კომპრომატების ამოგდება, ერთმანეთის მიმართ ბრალდებების წაყენება, შანტაჟი, არჩევნების გაყალბება. ყველა ის მეთოდი და ტექნოლოგია, რომელიც ჰქონდათ ხელისუფლებაში ყოფნის დროს და რასაც საქართველოს მართებდნენ, ახლა დამართეს ერთმანეთს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ და ეს არაერთხელ მითქვამს – „ნაციონალური მოძრაობა“, მისი წევრები, ერთადერთ მომენტში არიან მართლები, როდესაც ერთმანეთს ლანძღავენ. ხაბეიშვილი ფრთხილად იყოს, უკან არდახევის დროს რამეზე არ წამოეხეს და წამოეგოს, რა ვუთხრა მეტი“, – განაცხადა დავითულიანმა.
 
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ თუ საჭირო გახდა, სააკაშვილს ფიზიკურადაც გამოიხსნიან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე