ერთადერთი, რაშიც უკრაინას მხარს ვერ ვუჭერთ, ეს არის საომარი მოქმედებების დაწყება, სხვა შემთხვევაში, საქართველოს უკრაინისთვის არაფერი დაუკლია - მიხეილ სარჯველაძე

საქართველო, თბილისი - 19:12 | 24.01.2023
ნანახია: 188

საქართველოს უკრაინისთვის არაფერი დაუკლია, ჰუმანიტარულიდან დაწყებული, პოლიტიკური მხარდაჭერით დასრულებული. საქართველოს რაც შეეძლო, ყველაფერი გააკეთა და ამას გააგრძელებს, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძის თქმით, პარტიების წარმომადგენლები, რომლებმაც 24 თებერვალს აქცია დააანონსეს, არიან ხელმოცარული პოლიტიკოსები და არ აქვთ არავითარი რესურსი, საზოგადოებას რაიმე საკუთარი შესთავაზონ, რითაც მათ ინტერესს გამოიწვევენ.

„ერთადერთი, რაშიც უკრაინას მხარს ვერ ვუჭერთ, ეს არის საომარი მოქმედებების დაწყება და თუ ამას მოისაკლისებენ, ბარემ, თქვან. სხვა შემთხვევაში, საქართველოს უკრაინისთვის არაფერი დაუკლია, ჰუმანიტარულიდან დაწყებული, პოლიტიკური მხარდაჭერით დასრულებული. საქართველოს რაც შეეძლო, ყველაფერი გააკეთა და ამას გააგრძელებს. პირადად მე მგონია, რომ ეს ადამიანები არიან ხელმოცარული პოლიტიკოსები და არ აქვთ არავითარი რესურსი, საზოგადოებას რაიმე საკუთარი შესთავაზონ, რითაც მათ ინტერესს გამოიწვევენ. შესაბამისად, ამ ადამიანებს ის დარჩენიათ, საზოგადოებაში მონახონ ისეთი ემოცია, რომელსაც საკუთარ სამსახურში ჩაიყენებენ. ამ შეთხვევაში, ქართულ საზოგადოებაში უკრაინელი ხალხის მიმართ არსებული ემპათია შეიძლება აღიქვან როგორც მათთვის ერთგვარი საშუალება, რომ ეს ემოცია მიიტაცონ და ამას თავისი სახელი დაარქვან. ასე შეეცადნენ პროცესების მართვას 20 ივნისსაც, თუმცა ყველას კარგად გვახსოვს, ეს რით დასრულდა. ახლაც დაახლოებით იგივეს მოლოდინი მაქვს“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე