ურთიერთბრალდებების ნაცვლად, უნდა ვისაუბროთ, რა გეგმა გვაქვს „ნაციონალური მოძრაობის“ გასაძლიერებლად - ნონა მამულაშვილი

საქართველო, თბილისი - 19:01 | 24.01.2023
ნანახია: 272

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატის, ნონა მამულაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ურთიერთბრალდებების ნაცვლად, უნდა ისაუბრონ, რა გეგმა აქვთ პარტიის გასაძლიერებლად.

მისივე თქმით, ყოფილი თანაპარტიელები ყველაფერს უნდა აკეთებდნენ, რათა პოლარიზაცია დასრულდეს.

ნონა მამულაშვილმა მოუწოდა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს, შეინარჩუნონ ერთმანეთის მიმართ პატივისცემა და ისე გაგრძელდეს საარჩევნო კამპანია.

„ჩემი გამარჯვების შემთხვევაში, აბსოლუტურად ყველა კანდიდატი დარჩება პარტიაში. მაქსიმუმს გავაკეთებ, რომ მათი ძლიერი მხარე გამოვიყენო, რათა პარტია გაძლიერდეს, 2024 წელს ძალიან ძლიერი ოპოზიციური პარტიით შევხვდეთ და დავამარცხოთ „ქართული ოცნება“. ჩვენ უნდა შევძლოთ და ღირსეულად ვაწარმოოთ საარჩევნო კამპანია, ვაჩვენოთ ჩვენს ამომრჩევლებს, რომ შეგვიძლია, თემატურად ვიდავოთ, მაგრამ არ გადავიდეთ პირად შეურაცხყოფებზე. შესაბამისად, ადამიანებს, რომლებიც ამ პროცესის მონაწილენი არიან, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, შევინარჩუნოთ ერთმანეთის მიმართ პატივისცემა და ისე გავაგრძელოთ კამპანია. შევძლოთ, რომ საარჩევნო კამპანიის დასრულების შემდეგაც ერთმანეთთან ვითანამშრომლოთ“, – აღნიშნა ნონა მამულაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე