რუსების შემოდინების გამო საფრთხის არსებობის შემთხვევაში, საქართველოდან უკრაინის მოქალაქეების შესაძლო ევაკუაციას არ გამოვრიცხავთ - ანდრეი კასიანოვი

საქართველო, თბილისი - 15:44 | 24.01.2023
ნანახია: 193

საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრეი კასიანოვი საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის შემთხვევაში უსაფრთხოებიდან გამომდინარე საქართველოდან უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციას არ გამორიცხავს. ამის შესახებ კასიანოვმა უკრაინულ მედიასთნ ინტერვიუში განაცხადა.

 „პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენისა  და უსაფრთხოების რისკების რეალური ზრდის შემთხვევაში, მინდა ვთქვა, რომ დღეისათვის საელჩო არ გამორიცხავს მიმართოს საერთაშორისო ორგანიზაციებს, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რათა გადახედონ  საქართველოს ტერიტორიიდან უკრაინის მოქალაქეების მასობრივ ევაკუაციაში დახმარების შესაძლებლობას “, - განაცხადა კასიანოვმა.

 „თუმცა ხაზს ვუსვამ: მათი სიცოცხლისა და უაფრთხოებისთვის რეალური საფრთხის შემთხვევაში. გულზე ხელდაკრეფილები ჯდომას არ ვაპირებთ. ვიმუშავებთ და უზრუნველვყოფთ მათ დაცვასა და უსაფრთხოებას. ეს ჩვენი მთავარი პრიორიტეტია“, - განაცხადა დიპლომატმა.

კასიანოვმა აღნიშნა, რომ საქართველოში საფრთხის მნიშვნელოვანი ზრდის ფონზე რუსეთის მოქალაქეების ანომალიურ ნაკადთან დაკავშირებით, საელჩო დაეხმარება უკრაინის მოქალაქეებს სამშობლოში დაბრუნდნენ.

 „ამჟამად, ჩვენ განვიხილავთ სპეციალური საევაკუაციო  მარშრუტების ორგანიზების შესაძლებლობას მათთვის, ვინც მეტად მოწყვლადია, ვისაც დანამდვილებით არ აქვს დაბრუნებისთვის საჭირო სახსრები. ამასთან, ჩვენ განვიხილავთ სახმელეთო ტრანსპორტს, როგორც ყველაზე ოპტიმალურს“, - აღნიშნა კასიანოვმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე