მელიას მანქანას რა უჭირს, ხაბეს კბილები არ დააყვედრონ - თამარ ჩერგოლეიშვილი

საქართველო, თბილისი - 12:38 | 24.01.2023
ნანახია: 226

მელიას მანქანას რა უჭირს, ხაბეს კბილები არ დააყვედრონ, – ამის შესახებ „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„შემოვიდა მელიქიშვილი და მითხრა, კეზერაშვილმა კბილები უნდა ჩაგისვასო…

უკვე თვეებია, კეზერას დაფინანსებული კბილები პარტიის სამზარეულოში დევს, ჭიქაში! – ვუთხარი კეზერას ნათესავს, წაიღეთ, აღარ მინდაო, მაგრამ უარი მივიღე“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა 23 იანვარს ნიკა მელიასა და დავით კეზერაშვილზე საუბრისას განაცხადა, რომ „რამდენიმე არჩევნების დროს ნიკა მელიას პირადად ეხმარებოდნენ, მიუღია საჩუქრებიც, ძვირად ღირებული ავტომობილი, რომლითაც ის დღეს დადის“.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე