სტამბულში, ბოსფორზე მესამე ხიდის მშენებლობა დასრულდა

საქართველო, თბილისი - 13:01 | 08.03.2016
ნანახია: 3451

სტამბულში, ბოსფორზე მესამე ხიდის მშენებლობა დასრულდა. როგორც თურქული მედია წერს, ქვეყნის პრეზიდენტზე რეჯეფ თაიფ ერდოღანზე ერდოღანზე დაყრდნობით იუწყება, ახალ ხიდზე ტრანსპორტის გადაადგილება მხოლოდ აგვისტოდან იქნება ნებადართული. როგორც ცნობილია დასრულებული ხიდი პრეზიდენტმა უკვე მოინახულა.

ხიდის მშენებლობა თურქეთის მთავრობას 3 მლრდ დოლარი დაუჯდა.

თავად ხიდის სიგრზე 1,4 კმ-ია და ის უკვე არსებული 2 ხიდის სამხდეთითაა განთავსებული და თურქეთის მეგაპოლისის აზიურ და ევროპულ ნაწილებს აკავშირებს.

ახალი ხიდი, იმ დიდი პროექტის შემადგენელი ნაწილია, რომელიც ახალი აეროპორტის მშენებლობასაც ითვალისწინებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე