ხელისუფლების პროპაგანდა ლევან ბერძენიშვილს თავის ყველაზე ჭუჭყიანი არარაობებით ებრძვის - გიგი უგულავა

საქართველო, თბილისი - 14:33 | 23.01.2023
ნანახია: 233

ხელისუფლების პროპაგანდა ლევან ბერძენიშვილს თავის ყველაზე ჭუჭყიანი არარაობებით ებრძვის, - ოპოზიციონერი გიგი უგულავა ეხმიანება ინციდენტს, რა დროსაც POSTV-ის ჟურნალისტმა ნათია ბერიძემ ლევან ბერძენიშვილს ქუჩაში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

"ხელისუფლების პროპაგანდა ლევან ბერძენიშვილს თავის ყველაზე ჭუჭყიანი არარაობებით ებრძვის. მათი ხსენებაც კი საზიზღარ შეგრძნებებს ბადებს. ეს შეგნებულად კეთდება. დააკვირდით, ბერძენიშვილის მოსაზრებებს არა რომელიმე ბიძინას "ჯეოქეისის" დავარცხნილი "ექსპერტი" ეკამათება, არამედ შეგნებულად ველურ ჭუჭყს უპირისპირებენ, რომ ამით, თავის ჭკუით, კიდევ უფრო დაამცირონ. პროვინციული ფაშიზმის საუკეთესო ტრადიციებში. ამიტომ სოლიდარობა ლევან ბერძენიშვილს, მხოლოდ ამ ჭუჭყის ხსენების გარეშე. Levan Berdzenishvili იყავით ტანკივით, როგორც ყოველთვის და ყველგან" - წერს გიგი უგულავა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე