კობახიძემ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ ჰიბრიდულ ომს წერტილი დაუსვა - რატი იონათამიშვილი

საქართველო, თბილისი - 12:48 | 23.01.2023
ნანახია: 199

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, ირაკლი კობახიძემ თავისი განცხადებით საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ ჰიბრიდულ ომს წერტილი დაუსვა.

იონათამიშვილის თქმით, კობახიძის განცხადება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საქართველო სწორ გზაზე დგას და ღირსეულად ართმევს თავს გამოწვევებს.

„ირაკლი კობახიძემ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ ჰიბრიდულ ომს წერტილი დაუსვა. ცხადია, ჩვენ ეს სიმართლე ისედაც ვიცოდით, ჩვენი საზოგადოება ყველაფრის საქმის კურსში იყო, მაგრამ იმისათვის, რომ არ დარჩენილიყო სივრცე სპეკულაციებისა და მანიპულაციისთვის, ფაქტებით, კონკრეტული ციფრებით მოხდა გაქარწყლება ასეთი პროვოკაციული განცხადებების თუ პოზიციების.

ეს განცხადება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ჩვენ ვდგავართ სწორ გზაზე და ჩვენი ქვეყანა ღირსეულად ართმევს თავს გამოწვევებსა და ამოცანებს. თუ ციფრების გასაჯაროვების შემდეგ ვინმე გაბედავს და იკადრებს ჰიბრიდული ომის გაგრძელებას საქართველოს წინააღმდეგ, ამით მხოლოდ საკუთარი თავის ლუსტრაციას მოახდენს. ეს ქვეყნის შიგნით მიზნად ჰქონდა დასახული რადიკალურ ოპოზიციას, რომელიც უკვე დიდი ხანია, ებრძვის არა „ქართულ ოცნებას“, არამედ ჩვენს სახელმწიფოს და საზოგადოებას. ასევე, გვახსოვს საეჭვო რეპუტაციის მქონე ჟურნალისტები, ერთ-ერთია რუსული წარმოშობის, რომელიც ხშირ შემთხვევაში, გამოდიოდა ოკუპანტი ქვეყნის მხარდამჭერად და მათ გამაგრძელებლად. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რა ძალები არიან ხოლმე ჰიბრიდულ ომში საქართველოს წინააღმდეგ“, – განცახადა რატი იონათამიშვილმა.

ირაკლი კობახიძემ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნა, რომ CNN-ის ჟურნალისტის მიერ გაჟღერებული ყალბი ინფორმაცია მყისიერ რეაგირებას საჭიროებს.

შეგასენებთ, CNN-ის ჟურნალისტმა ევროკომისიის პრეზიდენტს, ჰკითხა სანქციებისთვის გვერდის ავლაზე და თქვა, რომ ვრცელდება ცნობები, საქართველოს გავლით რუსეთში სანქცირებული პროდუქციის შეტანაზე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე