ჩვენი ხვეწნა-მუდარის მიუხედავად, ოჯახის წევრებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის საჭირო საჭმლის კალორაჟი არ მოაქვთ, ეს არის ძალიან მწირი საკვები - ნინო ნადირაძე

საქართველო, თბილისი - 00:03 | 23.01.2023
ნანახია: 297

ჩვენი ხვეწნა-მუდარის მიუხედავად, ოჯახის წევრებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის საჭირო საჭმლის კალორაჟი არ მოაქვთ. გაბრაზებული ვარ. ეს არის ძალიან მწირი საკვები, - ამის შესახებ „ვივამედის“ გენერალურმა დირექტორმა, ნინო ნადირაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

„ჩვენც არც კრიტიკული და არც სუბკრიტიკული მდგომარეობა გვაქვს. ერთადერთი, რაც ყურადსაღებია, არის წონა, მაგრამ ჩვენ ამ წონას ვერასოდეს დავიჭერთ, რადგან ჩვენი ხვეწნა-მუდარის მიუხედავად, ოჯახის წევრებს მისი ჯანმრთელობისთვის საჭირო საჭმლის კალორაჟი არ მოაქვთ. გაბრაზებული ვარ. ეს არის ძალიან მწირი საკვები, რომელიც არ შეიძლება მოიტანო, როდესაც ადამიანი ასე ცუდად იკვებება. მისთვის საჭიროა, რაც შეიძლება მრავალფეროვანი საკვები – კარგი სუნით, კარგი გემოთი. მაღაზიის მზა საკვები არ უნდა მოიტანო ამ დროს. ნამდვილად ვიცი, როცა მასთან გემრიელი საკვები მოუტანიათ, ის მას გემრიელად მიურთმევია. რომ იცი, რომ მეტწილად კვებაზეა დამოკიდებული მისი გამოჯანმრთელება, 1 000 კალორია მაინც მოიტანე. 500, 600, 700 კალორიის შესაბამისი საკვებით, რა თქმა უნდა, წონაში კლება იქნება და ამას ვერსად გავექცევით. ის მიღებულ საკვებს ითვისებს. თუ ჭამ ბორშს ან რაღაც საჭმელს, ე.ი. შეგიძლია კვება. ამიტომ იქნებ, რამე გემრიელი მოიტანონ. არავის დავადებ ხელს, უბრალოდ ფაქტია, რომ როდესაც ენდოკრინოლოგი ითხოვს, მკურნალი ექიმი ითხოვს, რომ ცოტა მრავალფეროვანი საკვები მოიტანონ, მადისაღმძვრელი სუნებით და ამ დროს მაღაზიის ცივი საკვები მოაქვთ“, – განაცხადა ნადირაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე