ნანუკა ჟორჟოლიანი: დღეს მე კაცი ვარ

საქართველო, თბილისი - 12:47 | 08.03.2016
ნანახია: 1678

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი 8 მარტთან დაკავშირებით ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს. ჟურნალისტმა გადატვირტლი გრაფიკი გამო, მიხვდა რომ „კაცია“ და მილოცვებს არ ელის.

„ჩემს გრაფიკს გადავხედე და მივხვდი, რომ დღეს მე კაცი ვარ:) ამიტომ იქნებ არ მომილოცოთ 8 მარტი. ყვავილების ფოტოებით განსაკუთრებით:)

წარმატებულ დღეს კი გისურვებთ გოგოებო, სახეზე ღიმილს და ბედნიერებას. ჰო, კიდევ იმას რომ კაცებმა ერთხელ და სამუდამოდ ისწავლონ, თაიგულები, გახარებები, ყურადღება, სითბო აუცილებელია ხშირად“, - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე