ჩემი მისამართით არის აგორებული ბინძური კამპანია, დარწმუნებული ვარ, რომ ამომრჩეველი აუცილებლად გააკეთებს სწორ არჩევანს - ნიკა მელია

საქართველო, თბილისი - 19:04 | 21.01.2023
ნანახია: 164

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია ზუგდიდში პარტიის წევრებს შეხვდა.

მისი თქმით, პარტიაში საარჩევნო პროცესი მიუღებელი ფორმებით დაიწყო, თუმცა მელია ამბობს, რომ ცვლილებები აუცილებლად იქნება, ჯერ ენმ-ში, ხოლო შემდეგ ქვეყანაში.

"ეს საარჩევნო პროცესი, რომელიც დაიწყო რბილად რომ ვთქვათ უადგილოდ, მიუღებელი ფორმებით და საერთო პოლიტიკურ-საზოგადოებრივი ცხოვრებისთვის ზიანის მიყენებით , მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა სულ რამდენიმე დღეში არჩევნები ჩატარება პარტია ნაციონალურ მოძრაობაში და რომლის შედეგები შემდეგ პროეცირდება მთელს ქვეყანაში დიდი პოლიტიკური ცვლილებები აუცილებლად დადგება ამ ქვეყანაში, დიდი პოლიტიკური ცვლილებები დადგება ახლა ჯერ პარტია ნაციონალურ მოძრაობაში და შემდეგ ფართო საზოგადოებრივ ერთობის ფორმატში დადგება უკვე ქვეყანაში" - ამბობს ნიკა მელია.

მისი თქმით, პარტია და ქვეყანა ბევრი გამოწვევის წინაშეა და ეს გამოწვევები დაძლეული უნდა იყოს.

"ბევრი გამოწვევის წინაშეა პარტია და ქვეყანა. ეს გამოწვევები უნდა იყოს დაძლეული. აუცილებლად უნდა გაიმარჯვოს ძლიერმა კანდიდატმა. ჩემი მისამართით არის აგორებული ბინძური კამპანია ეს მათი სტრატეგიაა ჩემს წინააღმდეგ, დარწმუნებული ვარ, რომ ამომრჩეველი აუცილებლად გააკეთებს სწორ არჩევანს“.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე