რუსეთი აჯილდოებს საქართველოს უკრაინაზე პოზიციისთვის – გიორგი გახარია

საქართველო, თბილისი - 18:41 | 20.01.2023
ნანახია: 225

ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ეხმიანება საქართველოსთან დაკავშირებით მოსკოვში გაკეთებულ განცხადებებს, რომელიც პირდაპირი ფრენებისა და დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას შეეხება.

„რუსეთი აჯილდოებს საქართველოს უკრაინის მიმართ მისი პოზიციისთვის და ივანიშვილის დეპუტატების განცხადებების შემდეგ, რომ ევროკავშირი და ნატო აღარ არის პანაცეა, განიხილავს ყველა სახის ურთიერთობის აღდგენას, მათ შორის დიპლომატიური კავშირების. ეს არის საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და ხალხის ისტორიული არჩევანის ღალატი“, – წერს გახარია ტვიტერზე.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, რუსული დიპლომატიის 2022 წლის შეჯამებისადმი განკუთვნილ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ საქართველოს უნარი, წინააღმდეგობა გაუწიოს დასავლეთის ღია ზეწოლას ანტირუსულ სანქციებთან შეერთებაზე, პატივისცემას იმსახურებს. მან ასევე  იმედი გამოთქვა, რომ მალე აღდგება საქართველოსთან პირდაპირი ფრენები.

 მმართველ პარტიაში განაცხადეს, რომ თუ ფრენები აღდგება, ეს მხოლოდ მისასალმებელი იქნება




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე